ქალების როლსაც მამაკაცები ასრულებდნენ – როგორი იყო პირველი თეატრი თბილისში

მხატვარმა და მწერალმა, კარაპეტ გრიგორიანცმა არაერთი ძველთბილისური ამბავი შემოგვინახა, რომელსაც მკითხველი დღესაც ინტერესით ეცნობა. გრიგორიანცი იმ უჩვეულო ამბებს გვიყვება, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში საუკუნეზე ადრე მომხდარა. ასე რომ, ის საინტერესო ადამიანებისა და შთამბეჭდავი ისტორიებისკენ მიგვიძღვება, რომლებიც ძველთბილისურ ცხოვრებას სხვა თვალით გვანახებს. საკუთარ წიგნში – “ძველი თბილისის იშვიათი ამბები” – გრიოგრიანცმა დედაქალაქში არსებულ პირველ თეატრზეც დაწერა. მასზე […]
საპნებისა და შამპუნების შემდეგ, ბაზარზე „ნესვის“ კიდევ 8 ახალი პროდუქტი გამოჩნდება

ერთი თვეა, რაც ბაზარზე ხელნაკეთი საპნებისა და შამპუნების ბრენდი „ნესვი“ გამოჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნესვის“ თანადამფუძნებელი ანო მაღრაძე ამბობს, ამჟამად ახალ პროდუქტებზე მუშაობენ და მალე გამოჩნდება გაყიდვაში: ერთჯერადი საპნის ფირფიტები, აბაზანის „ბომბები“, წამწამებისა და წარბის ბუნებრივი ფიქსატორები, ტუჩის ბალმები, სახისა და სხეულის ზეთები და ცხოველთა მოვლის პროდუქტები. სამომავლოდ კი მაღაზიის გახსნას გეგმავენ. რაც შეეხება ფასებს, […]
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება. „გარდა […]
შსს-ს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის – კახა კალაძე

შსს-ს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შესახებ საუბრისას განაცხადა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ჩვენ ვიხილეთ, იყო ბევრი […]
კახა კალაძე – მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ […]
პარლამენტის ეზოში „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი ჩაკვეტაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ეზოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძესა და „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, მაშინ, როდესაც ჩაკვეტაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან ანა ნაცვლიშვილი მივიდა, დაშავებული ლევან ხაბეიშვილის სურათი აჩვენა და რიტორიკული კითხვა დაუსვა, „არის თუ არა ასე ნაცემი ადამიანი პოლიციის მხრიდან შესაბამისი ღონისძიება“. ჩაკვეტაძემ ნაცვლიშვილის ქცევას სამარცხვინო უწოდა, რაზეც ოპოზიციონერმა მას […]
ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. მან დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო. თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა […]
გიორგი ჩაკვეტაძე – პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე – ყველა გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება იქნება

პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე – ყველა გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქციის დარბევა და სისასტიკე იყო ის, რაც 7 ნოემბერსა და 26 მაისს მოხდა. „პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. ყველა შესაბამის გადაცდომაზე, რომელიც იქნება ერთი მხრივ აქციის მონაწილეების მხრიდან, ან მეორე მხრივ, შეიძლება იყოს პოლიციის […]
აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, აქედან 6 სამართალდამცველია – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამოქალაქო პირები. უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი უკვე გაეწერა კლინიკებიდან.
30 აპრილსა და 1-ელ მაისს აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს – სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, […]