კახა კალაძე – ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო – ამ ღირსებით მიგვიღებენ ზუსტად ევროკავშირში და გავხდებით ღირსეული წევრები

უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ის 29 აპრილს სახალხო შეკრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამ ღირსებით მიგვიღებენ ზუსტად ევროკავშირში და გავხდებით ღირსეული წევრები“. „ვნახეთ, რომ მართლაც მთელი საქართველო, მთელი თბილისი იდგა რუსთაველის გამზირზე. ესენი არიან გულანთებული ადამიანები, […]
ვიოლა ფონ კრამონი – ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ

ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა POLITICO-ს განუცხადა. „ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა ხალხს გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე შეუტია. ათობით ადამიანს სცემეს და უკან დაახევინეს. ქაოსს, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები იდგნენ, ცრემლსადენი გაზი დაემატა. მაშინ როდესაც სპეცრაზმი თბილისის ცენტრალური ქუჩების გაწმენდას აგრძელებდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის […]
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ობრაიენს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორს, მარკ ქემერონს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა […]
მიხაილ როთი: ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება 30 აპრილის ღამეს თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის დარბევას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი. “ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!” – […]
უკრაინული მხარე ადასტურებს რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევას

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთის ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. საწარმოს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმით გამოწვეული ხანძრის შესახებ გამთენიისას წერდნენ რუსული ტელეგრამ-არხები. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ სპეცოპერაციის შედეგად რიაზანში სამიზნე მნიშვნელოვნად დააზიანეს. ამავე წყაროს თანახმად, დღეს დრონებით შეუტიეს ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ […]
კახა კალაძემ „წესრიგის აღდგენისთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა

თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერი კახა კალაძე გამოეხმაურა 1 მაისს, შუაღამეს, პარლამენტთან გამართულ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციას: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. კალაძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს აგრესიულად ესხმოდნენ თავს. „გუშინ ყველამ ვნახეთ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, […]
კალაძე: ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე

ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, განსახვებული პოლიტიკური შეხედულება, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. გუშინ ყველამ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ […]
კალაძე: ქვეყნის გარეთ და შიგნით არსებულ რადიკალებს არ მოგცემთ არეულობის საშუალებას

არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს. პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ – სჭირდებათ აგენტები, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის ომში ჩათრევა და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საზოგადოება განვითარებულია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, […]
ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა – ენმ-ს თავმჯდომარეს გადაადგილება უჭირს, ამიტომაც ის სპეციალური ეტლით შედის საკანონმდებლო ორგანოში. ლევან ხაბეიშვილი, რომესაც იმუნიტეტი იცავს, სპეცრაზმმა კორდონში იმ დროს შეითრია, როდესაც სპეცრაზმი ერთ-ერთ მოქალაქეს აკავებდა და ოპოზიცინერი მის დახმარებას ცდილობდა. ხაბეიშვლი დარწმუნებულია, რომ მისი სასტიკად ცემის დავალება სპცერაზმის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა პირადად გასცა.
როგორ მოვიქცეთ თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: ექიმის რჩევები

ექიმი არჩილ მარშანია გვაძლევს რჩევებს, როგორ მოვიქცეთ წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, […]