ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე დაშავებული 11 მოქალაქე მოხვდა კლინიკაში, მათგან ექვსი პოლიციელი იყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ 30 აპრილს გამართული აქციის დარბევის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე – მათგან ექვსი პოლიციელი იყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მათგან რამდენიმემ უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება. ცნობილია, რომ კლინიკიდან გამოწერილებს შორის არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკად სცემეს აქციის ღამეს. მას […]

პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა

პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გრძელდება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, […]

თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ ოპონენტებს წიგნი ესროლა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყალბ სურვილს მოჰყვა, რომ წუხილი გამოეხატა ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქალებს ესვრიან წიგნებსა და ბოთლებს. კერძოდ, აქუბარდია აღნიშნავს, რომ ქალების მისამართით წიგნი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისროლა. „ფიზიკური ცემა-ტყეპაა ქალებთან. ქალებსაც ესვრიან [ბოთლებს] „ქართული […]

„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში“ – ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიციური პარტიების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან

„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში” – ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ორგანიზატორების თქმით, “თბილისის ძალა უკვე ნახა ბიძინა ივანიშვილმა, დროა რეგიონებიც შეუერთდნენ”. მათივე განცხადებით, კრემლისგან შთაგონებული კანონის მიღებას ქართველი ხალხი არ შეეგუება. ევროპის მოედანზე შეკრებილები, წუხელ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ […]

ლევან ხაბეიშვილი – ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია

ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც სპეციალური ეტლით მიიყვანეს. ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ შესაძლოა დაზიანებული თვალიდან ვერ დაინახოს კარგად, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს და გამოფხიზლდეს. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს […]

პარლამენტში ჩხუბია — დაგეგმილია რუსული კანონის განხილვა

გასულ ღამეს მშვიდობიანი მანიფესტაციის რამდენიმესაათიანი დარბევის შემდეგ დღეს, პირველ მაისს, საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის მეორედ მოსმენაა დაგეგმილი. პარლამენტში მივიდა ენმ-ის სასტიკად ნაცემი ლიდერი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც პოლიცია გაუსწორდა ფიზიკურად. პარლამენტში დღესაც აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა. ასევე, სასესიო დარბაზში შესვლა შეუზღუდეს ტელევიზიებსაც. სხდომის დაწყება რამდენიმე წუთით შეფერხდა. დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ამის მიზეზია […]

ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში ეტლით მივიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკად ნაცემი თავმჯდომარე, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა. როგორც ამბობს, მას გადაადგილება უჭირს, ამიტომ შენობაში ეტლის დახმარებით შევიდა. მისი თქმით, სამართალდამცველები რამდენიმე წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ იტყოდა, რომ „დამნაშავე, ცუდი ადამიანია“, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყვეტდნენ მის ცემას. „ეს ხარებას ზონდერ-ჯგუფები მიზანმიმართულად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუნებოდნენ, რომ [მეთქვა, რომ] […]

„F**k Russia.. საქართველო ევროპაა“ – ილია თოფურიას დედა რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიას დედა სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპაა. „Fuck Russia… საქართველო ევროპაა“, – წერს ინგა თოფურია.

ლევან ხაბეიშვილი: რამდენიმე წუთი მცემდნენ, ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ღამით აქციაზე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, პარლამენტში მივიდა. ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. “ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, რომ მე დამნაშავე და ,,ჩმორი” ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ და ცხადია, ამის ფუფუნება მე მათ არ […]

კრამონი: ევროპულ კომისიას ვთხოვ, შეიმუშავეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ გერტ იან კოოპმანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა, რომ ქართულ ოცნებას მოთხოვონ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტა და უთხრან, რომ რუსული კანონი გაიწვიონ. “გთხოვთ გამოიყენეთ ეს ვიზიტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრათ, შეწყვიტონ საკუთარი ხალხის ცემა. აღარ მოხდეს ძალადობა და დაუნდობლობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. უთხარით, რომ […]