გიორგი ბოტკოველი – მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს ირაკლი კობახიძე და ის ვერ იქნება ხალხის რჩეული – გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი

მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს ირაკლი კობახიძე და ის ვერ იქნება ხალხის რჩეული , – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, საზოგადოება მიიღებს “ხელისუფლების დასრულების გადაწყვეტილებას, რომელმაც მათ საკუთარი უფლებები წაართვა”. “ერთი რამეა მთავარი, მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს ირაკლი […]

ანალენა ბერბოკი – ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა – ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა

ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც მხარს უჭერს ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა“, – წერს ბერბოკი.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, კერძოდ, 9 აპრილის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს. მათი განცხადებით, ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე, რომელიც, მათივე განმარტებით, რუსული კანონია. მანამდე კი, აქციის მონაწილეები გვერდითა შესასვლელში ჭიშკარს ეჯაჯგურებოდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ კანონპროექტის მიმართ პროტესტს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გარშემო არიან […]

მეუფე გრიგოლი: 27 აპრილის განცხადება არ იყო პატრიარქის, ერთ-ერთ სამსახურს ეკუთვნოდა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 27 აპრილის განცხადება არ არის არც საპატრიარქოს, არც პატრიარქის და არც სინოდის განცხადება. მისი თქმით, ეს მხოლოდ “ერთი სამსახურის” პოზიციაა. მეუფე გრიგოლის შეფასებით, გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში “გამჭვირვალობაზე” კანონის ხელახალი განხილვების […]

„ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ“ – გმირების ოჯახის წევრების მიმართვა ხელისუფლებას

„ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ“ – გმირების ოჯახის წევრების მიმართვა ხელისუფლებას ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ: კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს! […]

გიორგი ანწუხელიძის ცოლი: ომში დაღუპულთა ოჯახები მოგიწოდებთ, არ აღმართოთ ხელი ჩვენს შვილებზე

2008 წლის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიონ რუსული კანონი და ხელი არ აღმართონ ახალგაზრდებზე. ამის შესახებ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე Facebook-გვერდზე წერს. “ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ: გთხოვთ ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი […]

„ზოგიერთი ქართველი – პატრიოტი – მხოლოდ სუფრასთან ხდება“ – ფადი ასლი მსხვილი ბიზნესის ხმას აფასებს

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, ე.წ. რუსული კანონის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა. ფადი ასლი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებისკენ გადადგმული მძიმე ნაბიჯი იქნება, რაც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას დააზიანებს. ფადი ასლი აღნიშნავს, რომ კანონი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს გამოხატვისა და […]

„დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან“ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის. როგორიც არ […]

„დაგმეთ მათი რეპრესიული პოლიტიკა“ – საჯარო წერილი „ოცნების“ ლიდერების გერმანელ პროფესორებს

40-მდე იურისტი, პროფესორი და მკვლევარი „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წარმომადგენლბის, – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძისა და პარლამენტარი ანრი ოხანაშვილის – სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელ გერმანელ პროფესორებს მიმართავს და „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო მათი კრიტიკისკენ მოუწოდებს. საჯარო წერილით, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა, ხელმომწერები მიმართავენ პროფესორებს: · მარტინ ჰეგერს (ანრი ოხანაშვილის […]

დღეიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 300 000-დან 400 000 ლარამდე გაზრდის შესახებ

დღეიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის ფინანსური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 300 000-დან 400 000 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი რეგულაციით, თუ მსესხებელს შემოსავალი ლარში აქვს და მისი ჯამური ვალდებულებები 400 000 ლარზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში კრედიტორს სესხის გაცემის უფლება მხოლოდ ლარში აქვს. სებ-ის ფინანსური […]