ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ჭიშკართან ნაგვის ურნები მიიტანეს – მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სიტუაცია ეტაპობრივად იძაბება. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს, მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს. ამას გარდა, მომიტინგეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. მანამდე კი ნაგვის ურნები განალაგეს სდსს-ს შესავლელთან, ასევე, დაანთეს ცეცხლი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანით ჩააქრეს. […]

ჰელსინკის კომისია: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ საქართველოში რუსული კანონის რეინიცირების და მიმდინარე აქციების ციკლის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გამოაქვეყნეს. “ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და ქართველ ხალხთან იდგება მათ წინააღმდეგ, ვინც მათ თავისუფლებას ავიწროებს” – წერია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია: აშშ მუდამ იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც თრგუნავს ქართველების თავისუფლებას

საქართველოს ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და დაუდგება მათ გვერდით იმათ წინააღმდეგ, ვინც თრგუნავს მათ თავისუფლებას.

მაჩალიკაშვილი ხელისუფლებაზე: კარგად ვერ ხედავენ, რა თაობა წამოვიდა და ვისთან აქვთ საქმე

ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაიწვიონ რუსული კანონი, სხვა შემთხვევაში, ისინი კარგად ხედავენ, რა თაობა წამოვიდა და ვისთან აქვთ საქმე. ამ თაობას ვერ დააჩოქებენ, ამიტომ, უნდათ თუ არა, ამ კანონის უკან გაწვევა მოუწევთ.

გაიწვიეთ კანონი, ხაინდრავას ჭკუაზე ნუ დადიხართ! – ბრეგაძე

ქართული მარში ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: გაიწვიეთ ეს უაზრო კანონი დროზე – მე ჩემი გირჩიეთ და აწი თქვენ იცით – ხაინდრავას ჭკუაზე ნუ დადიხართ !!!

,, თუ ვინმე დღეს აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხელისუფლებაა” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციური წესრიგის სივრციდან, ე.ი. იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინაააღმდეგება უზენაესი კანონის სულისკვეთებას, არღვევს ხალხის მიერ არჩევნებზე მინიჭებულ მანდატს და კარგავს ლეგიტიმაციას. შესაბამისად, თუ ვინმე დღეს აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხელისუფლებაა, ხოლო ჩვენი ახალი თაობა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში დაკავებულია ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთით და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით. […]

,, ვხედავთ აგრესიას, პოლიცია იცავს თავს” – ზურაბ აბაშიძე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა: ,,ძალიან მძიმე სანახაობაა, რადგან ვხედავთ, რომ ეს აშკარად ცდება მშვიდობიან აქციას. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ახალგაზრდები ამ პროცესში იარაღად არიან გამოყენებული, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ვხედავთ აგრესიას, პოლიცია იცავს თავს. პარლამენტში რომ შეიჭრნენ რა უნდა ქნან, ეს იქნება უბრალოდ დადასტურებული კრიმინალი და ყველა ეს […]

რუსეთმა ოდესას კიდევ ერთხელ დაარტყა ბალისტიკური რაკეტებით

1 მაისს საღამოს რუსეთის არმიამ ბალისტიკური რაკეტებით კვლავ შეუტია ოდესას. აფეთქებების შედეგების ვიდეოკადრები და ფოტოები თვითმხილველებმა ტელეგრამის ადგილობრივი არხებით გაავრცელეს. თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია ძლიერი ხანძარი გამოიწვია, დაადასტურა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ. უკრაინული მედიის თანახმად, მთავარი დარტყმა მიაყენეს დახარისხების საცავს და სწრაფი მიწოდების სამსახურის კომპანია […]

ჯიმ რიში – შეშფოთებული ვარ „უცხოური აგენტების” კანონით, რომლის მიღებაც როგორც ჩანს, ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” პარტიას გადაწყვეტილი აქვთ

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში აცხადებს, რომ “შეშფოთებულია უცხოური აგენტების კანონით“. მისი თქმით, როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ კანონის მიღება გადაწყვეტილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპული ინტეგრაციას აშორებს. “შეშფოთებული ვარ უცხოური აგენტების კანონით, რომელიც, როგორც ჩანს, ივანიშვილსა და მის “ქართული ოცნების” პარტიას გადაწყვეტილი აქვთ მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ ევროპული […]

იუსტიციის სახლთან, სადაც მომიტინგეთა ნაწილს გზის სავალი ნაწილი აქვს გადაკეტილი, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

იუსტიციის სახლთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილს გზის სავალი ნაწილი აქვს გადაკეტილი, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ვითარების დაძაბვა გამოიწვია რამდენიმე ავტომობილის მძღოლსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ. პროტესტის მონაწილეები ავტომობილის მძღოლებს იუსტიციის სახლის მიმდებარედ განლაგებული ბარიკადების გავლის საშუალებას არ აძლევენ. შეკრებილები, მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ატარებენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია, შექმნილია […]