მოურინიომ, თავისი აზრით, ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა

ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი აზრით ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა. “ჩემი აზრით, ტურნირს სამი უძლიერესი გუნდი პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი ჰყავთ და გამარჯვებულიც აქედან ერთ-ერთი გახდება. სიუპრიზები ხდება, მაგრამ ფეხბურთელების ხარისხსა და რაოდენობას რომ გადავხედოთ, ვფიქრობ, რომ პორტუგალიას ჩემპიონობა შეუძლია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Metro.
სოფელ ვაზიანში 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის მთავრობამ კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის ცენტრალური სტადიონი დედაქალაქიდან კახეთის გზატკეცილისკენ, სოფელ ვაზიანში გადაიტანოს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა 22 აპრილს გააჟღერა. დღეს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე. განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში ასევე შევლენ ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე თბილისის მერი. ახალი სტადიონი 70,000 […]
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან საავადმყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს

1-2 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან კლინიკაში, ჯამში, 15 ადამიანი გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. უწყებს ცნობით, ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადანაწილებულები. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე — ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. 1-ელ მაისს რუსული კანონის გასაპროტესტებლად ათობით ათასი მოქალაქე კვლავ […]
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი – შუა დერეფანი სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას – საქართველო უკვე ბევრს აკეთებს ამ პროექტისთვის და უნდა განაგრძოს ეს

შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას – საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ეს, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული […]
დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო

პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. როგორც პარლამენტის […]
დააპაუზეთ კანონის მიღების პროცესი – “მწარმოებელთა ფედერაცია” მთავრობას მიმართავს

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უმწვავეს სტადიაშია გადასული. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მოვალედ თვლის თავისი პოზიცია და გამოსავლის ხედვა დააფიქსიროს , „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის შესაძლო მიღების ირგვლივ. ვხედავთ, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ კანონთან მსჯელობებში რადიკალურად განსხვავებული აზრები ფიქსირდება და დღეს აღნიშნული კანონის მიღება […]
„საქსტატი“ – აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 […]
დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება – შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც […]
მამუკა ხაზარაძე – სწორედ „ქართული ოცნებაა“ ომის პარტია – არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში!

სწორედ „ქართული ოცნებაა“ ომის პარტია – არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში! – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „როცა ისეთ კანონს იღებ, რომელიც იწვევს არეულობას, რომელიც აპირისპირებს საზოგადოებას, რომელიც არის მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში, რომელიც გიკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ, რომელიც ცვლის კონსტიტუციას, შედეგად იღებ არეულობას, დაპირისპირებას და ბოლოს ომს. სწორედ “ქართული ოცნებაა” ომის პარტია. […]
კენიაში წყალდიდობას სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა

კენიაში წყალდიდობას ებრძვიან. ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ წყალდიდობასა და მეწყერს ქვეყანაში სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ კენიაში ასობით საცხოვრებელი სახლი, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა კენიის მეზობელი ქვეყნები, ტანზანია და ბურუნდი. ექსპერტები უხვ ნალექებსა და სტიქიურ უბედურებებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.