რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის უკანა შესავლელთან, ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შეშინებულმა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი საკუთარ ციხე-სიმაგრედ გადააქციოს. როგორც […]

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს

ამ პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. სხდომა ვერ ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უკანა შესავლელთან ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეკრებისკენ მოუწოდა. „დავიწყებ […]

არასამთავრობო ორგანიზაციები აზიის განვითარების ბანკს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები აზიის განვითარების ბანკს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს “პატივისცემით მოეკიდონ ქართული საზოგადოების ბრძოლას დამოუკიდებლად განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და განაგრძონ სვლა დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი საქართველოსთვის”. „ქალბატონ ასელ იუსუპბეკოვას, მდივანი, აზიის განვითარების ბანკი (ADB) ქალბატონ ლესლი ბერმან ლამს, დირექტორი, ADB საქართველოს მუდმივი მისია, ცენტრალური და დასავლეთ აზიის […]

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნითი პანელი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით და შუა დერეფნის როლის გაძლიერება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნითი პანელი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით და შუა დერეფნის როლის გაძლიერება განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. როგორც გუნცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები გაგრძელდება სხვადასხვა ღონისძიებით და სემინარები მიძღვნილი იქნება ისეთ თემატიკებზე, როგორც ეკონომიკური განვითარების და მწვანე დღის წესრიგი მიმართულებაა. მისივე თქმით, ADB-ის ყოველწლიური […]

EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კავკასიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი

თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი. კანონის მიღებამდე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა სახის გზამკვლევი და სამოქმედო გეგმა შეიძლება მოგვეცეს,- ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა […]

ოთარ შამუგია – სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება […]

ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი, წყალი, ხორცი გაძვირდა, ინფლაცია 1.5%-ია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 1.5% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.4%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 5%-ით გაიზარდა. განათლება 3.6%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.9%-ით, ტრანსპორტი 11%-ით, ჯანდაცვა კი – 0.3%-ით. […]

ტყემალაძე: შეწყვიტეთ ზეწოლა და მიეცით სპორტსმენებს საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს რაგბისტებს აკეთონ თავიანთი პროფესიული საქმე და არ ისაუბრონ რუსული კანონის წინააღმდეგ, რადგან “სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში”. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას გამოეხმაურა სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით ნინიაშვილი, სიმონ მაისურაძე და სხვა სპორტსმენები, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს, დაგმეს რუსეთი […]

ზურაბიშვილი: ყველაზე შემაშფოთებელი არა იმდენად რუსული კანონია, რამდენადაც რუსული მთავრობა

დღეს ყველაზე შემაშფოთებელი არა იმდენად რუსული კანონია, რამდენადაც რუსული მთავრობა. განცხადებები, რაც ორი დღის წინ ქართული ოცნების საპატიო თავჯდომარისგან, ბატონი ივანიშვილისგან მოვისმინეთ, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების: აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ ომის გამოცხადება. მათთვის ომის პარტიის და აგენტების წოდება, ჩემთვისაც ომის პარტიის აგენტობის დაბრალება. ყველა ორგანიზაციის, პარტიისა და ქუჩაში მყოფი ახალგაზრდობისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ სურთ შეინარჩუნონ […]

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა

დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა. პარლამენტის პრესსამსახური ირწმუნება, რომ 1 მაისს, “აქციის მონაწილეების მიერ შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის ინფრასტრუქტურა და ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს”. გარდა ამისა, დღეს 14:00 საათის შემდეგ, პარლამენტში გაუქმდება გუშინ შემოღებული წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე. ყვითელი დონის მოქმედების დროს ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის […]