კახა კალაძე ჟურნალისტს – უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! – თავხედო ნაძირალა! უზრდელო შენ!

უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს. აქციაზე სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კალაძემ აღნიშნა, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, რასაც მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკა: „არ გერიდებათ, […]
თინა ბოკუჩავა – დადგა დრო, როდესაც ყველა პოლიტიკოსმა და პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და მოქალაქეებს, მთელს მსოფლიოს სიმართლე უთხრას – ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და საქართველოს პრეზიდენტმა, უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, ყველას ვალია „დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დადგა სიმართლის დრო, […]
,,GWP რამე წყალი თუ გქონდათ, გუშინ შეგვასხით და მაგიტომ არ მოდის ჩემთან?…“ – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია GWP-ს ,,GWP Georgian Water and Power რამე წყალი თუ გქონდათ, გუშინ შეგვასხით და მაგიტომ არ მოდის ჩემთან?… წყლის ჭავლის წინ შამპუნით თუ დამინახეთ, მე ვარ და არ იფიქროთ, რომ რამე პერფორმანსი და პროტესტის ფორმაა. უბრალოდ, ორი დღეა წყალი არ მაქვს.“
პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ სამიზნე უნდა გასწორდეს – აკაკი ცომაია

„პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ სამიზნე უნდა გასწორდეს“, – ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია გუშინ პარლამენტში ე.წ. „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით მიღებას. მისი თქმით, 2011-2012 წლებში, პუტინს უწევდა მილიონობით ადამიანის პროტესტის ატანა, მაგრამ როგორც კი საპროტესტო მუხტი ჩაქრა, სათითაოდ დაერია ყველას და მთელი სისასტიკით გაუსწორდა. 29 აპრილს ბიძინამაც ზუსტად ეს გვითხრა ალალად. […]
ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი. დისკუსიის მიზანი იყო შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა; ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისა და რეგიონული ინტეგრაციისათვის, ისტორიული სავაჭრო მარშრუტების გაცოცხლებით, შუა დერეფნის პოტენციალის განხილვა და აზიასა და […]
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს სასიყვარულო ურთიერთობა “ჰოლივუდის” ვარსკვლავის გოგონასთან აქვს

Daily Mail-ის ინფორმაციით, “ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების შემტევ ტრენტ ალექსანდერ ანოლდს სასიყვარულო ურთიერთობა “ჰოლივუდის” ვარსკვლავ ჯუდ ლოუს ქალიშვილ ირისთან აქვს. წყვილმა ერთმანეთი Guess Jeans-ის სარეკლამო რგოლის გადაღების დროს გაიცნო და სიმპათია მაშინვე გაუჩნდათ. “ტრენტსა და ირისს ერთმანეთი პირველივე დანახვისთანავე მოეწონათ. ნომრები გაცვალეს და Instagram-ზე გამოწერები გააქტიურეს. მას შემდეგ ისინი რეგურალურად სწერენ და ხვდებიან ერთმანეთს”, – […]
საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი – გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ“ პარლამენტს დაადო ბოქლომი დაადო. ამის შესახებ გოცირიძემ დღეს, 2 მაისს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პარლამენტის ჭიშკრის წინ ბრიფინგზე განაცხადა. „მოვედით პარლამენტის წევები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს […]
,,როდესაც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი” – ეკა ამირეჯიბი მთავრობას

,,იმედის” ჟურნალისტი, მსახიობი ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში მთავრობას მიმართავს: ,,როდესაც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს. “მშვიდობის ქალაქს”, “ევროპულ ქალაქს” როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს […]
საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას – ლიეტუვა

“მკაცრად ვგმობ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპელ მომიტინგეებზე. საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ევროპას ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი.”
“მანდ გენძრევათ ზუსტად – 4 სიმართლე, რომელზედაც თვალის გასწორება მოგიწევთ” – ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: “რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ სანამ თქვენი პარპაში დასრულდება: 1. არ იმუშავა თქვენმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არჩევს სადაა სინათლე და სადაა ფეკალიები. ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა. 2. არ იმუშავა ლაზარეს […]