კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა – აქციაზე იყო ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება, დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. კითხვაზე, აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა. „ტყუილია! მატყუარა ტელევიზია […]
კახა კალაძე – ახლა ვაკვირდებოდი, არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა, ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში გუშინ ხდებოდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ გუშინდელი ძალადობა არავინ დაგმო. კახა კალაძე დარწმუნებულია, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება ყველაფერს, გამოვა და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. „ეს ყველა მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება აღნიშნულ მოვლენებს გამოეყონ იმიტომ, რომ რაც ხდებოდა და რაც […]
უეფამ ევრო 2024 წლის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო – როგორ შეგეძლებათ ბილეთების შეძენა

2 მაისს, 13:00 საათზე, უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყება. ბილეთების შეძენა კვლავ უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი. პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, […]
მთავრობა ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. „მე მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ევროპას ეკუთვნის. ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი X-ზე. […]
კალაძე ფორმულას ჟურნალისტს: უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, თავხედო ნაძირალა

ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა, ბატონო კახა კი არა, მოიკითხე მეთქი ოჯახში… უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენ ხარ თავხედი უზრდელი. შეურაცხყოფა არ არის, უტიფარს რომ უწოდებთ?… უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში შენი გაზრდისთვის, შე თავხედო. თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, 1-2 მაისის აქციაზე სპეცრაზმს […]
ჩერგოლეიშვილი: ბიძინას ამოცანაა, ხალხი გატეხოს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს – ეს არ დავუშვათ

ივანიშვილის მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო, როცა ეს კანონი შემოიტანა? საზოგადოების ბელარუსიზაცია ანუ გატეხვა უნდა ხალხის, მას ხომ პოლიტიკური სპექტრის არ ეშინია, რადგან დალაგებული აქვს პოლიტიკურ სპექტრთან, მათი ბელადი ციხეში უზის, ის ბელადი სისუსტეს ასხივებს, ამბობს, “ქართველი არ ვარ, 100%-თ უკრაინელი ვარ, ოღონდ გამიშვით” და რაღაც საშინელებებს აკეთებს. როცა 12 წელი კაცი იმას იჩემებდა, მესია ვარ, […]
ნინო წილოსანი: “გამოწვევა მიღებულია – საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტის ფონზე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აზიარებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს კართან აბრაზე მიკრული წარწერის ფოტოს, სადაც წერია “ღრუსეთის საელჩო” და წერს, რომ ის ვინც ეს გააკეთა, “უსამშობლოა.” დეპუტატის თქმით, თბილისში აქციების დროსაც “მსგავსი უამრავი შემთხვევა გამოვლინდა” რაც მისთვის იმის ნიშანია რომ ადამიანებს, ვინც აქტივიზმის ამ ფორმას […]
ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიბერუსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდების ფონზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა უკრაინის უშიშროების სამსახურის კიბერუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი ილია ვიტიუკი მის მიმართ კორუფციის ბრალდების ფონზე. ვიტიუკის გათავისუფლების შესახებ განკარგულება ზელენსკის საიტზე გამოქვეყნდა 1 მაისს. არც ზელენსკის, არც უშიშროების სამსახურს და ვიტიუკს საჯარო კომენტარი გათავისუფლების შესახებ არ გაუკეთებიათ. გათავისუფლებამდე ვიტიუკი შვებულებაში გაუშვეს. აპრილის დასაწყისში, რეპორტიორი, რომელმაც ვიტიუკის სიმდიდრეზე დაწერა სტატია, სამხედრო კომისარიატში […]
კახა კალაძე – ძალადობრივი აქცია იყო და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი – ჰქონდათ ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება, გაირკვევა ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ

ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება. „მოწოდებები იყო, […]
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო – საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს! – მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული

საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს! მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო აცხადებს. „ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.