საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, დოკუმენტს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა დირექტორმა, მზია კიწმარიშვილმა მოაწერეს ხელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციისა და […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო […]

შტატებში წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა და საქართველოში – ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია

შტატებში წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა და საქართველოში – ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელმაც დაგმო „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალადობა“, მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, თავად აშშ-ში, წესრიგის დაცვის მიზნით, არბევენ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც ძალადობაზე გადადიან, მაგრამ საქართველოსგან საპირისპიროს […]

დანიგანი: მთავრობის პირები მივიწვიეთ აშშ-ში პარტნიორობის განსახილველად, რაზეც უარი მივიღეთ

მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა […]

ევროკომისიის გენერალური დირექტორი – თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია, ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ – გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე!

თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. ადგილი აქვს ესკალაციას და პოლარიზაციას. ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც მან „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოოდ დამტკიცებამდე, საჭიროა მის შინაარსზე მსჯელობა. „გარკვევით […]

არჩილ თალაკვაძე – სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი – არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს

ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა პირდაპირი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ […]

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება მოიპოვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება საპროექტო განაცხადზე – „საქართველოს კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით“. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. „პროექტის წარმატებული განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი […]

ევროკომისიის გენერალური დირექტორი – „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე – ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე

მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს წარვადგენთ სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, […]

არჩილ თალაკვაძე – როცა სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის სახიფათო გზა, როდესაც არის მცდელობა, დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ

მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი და არის მათ განკარგულებაში. გახსოვთ, რომ სახელმწიფოს, მამულის, ენის და სარწმუნოების მხარდასაჭერად მოსული ხალხი გააშუქეს, თითქოს ეს მთავრობის საწინააღმდეგო აქცია იყო. გუშინ, რაღაც გაურკვეველი ნივთიერებები იყო გამოყენებული და ასევე წინსწრებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ეს პოლიციამ და შსს-მ გამოიყენა. რეალურად, ეს აუცილებლად გადამოწმდება და მოქალაქეებს აუცილებლად […]

ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს. თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო […]