არჩილ თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, […]
AFD ჯგუფი საქართველოსთან ერთად მუშაობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის – ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა

2024 წლის 2 მაისს, საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილე ბერტრან ვალკენერს შორის. ეს უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის თანამშრომლობა და […]
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება, ეს მათ წაართვან“ – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, სოციალური ქსელებით თბილისში მიმდინარე პროცესებზე წერს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპულ პრესპექტივას სპობს. “მტკიცედ ვგმობ ქართული ძალების მიერ ძალადობრივ თავდასხმებს პროევროპელ მომიტინგეებზე. საქართველოს მთავრობა ქვეყანას წარსულში აბრუნებს და მის ევროპულ პერსპექტივას სპობს. საქართველოს ადგილი ევროპაშია. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება, ეს მათ წაართვან”, – წერს გიტანას […]
ჟურნალისტი: 3 რეზინის ტყვია მომხვდა – პარლამენტის ჭიშკრიდან მესროლეს

ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 1-ელ მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს, 3 რეზინის ტყვია მოხვდა. თამაზაშვილის თქმით, მან დაინახა, რომ ტყვიები მისკენ პარლამენტის ეზოდან ისროლეს, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. “ხმა გავიგე და უცებ ფეხებში დარტყმები ვიგრძენი […] მერე აღმოვაჩინე, რომ რეზინის ტყვიები მქონდა მოხვედრილი – 3 ტყვია მომხვდა. 2 მარცხენა ფეხში, […]
ევროსაბჭო: დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალა შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. ბურიჩი შეშფოთებას გამოხატავს ოცნების მიერ ინიცირებული “უცხო ძალის გამჭვირვალობის” კანონის შესახებ და მოუწოდებს მმართველ ძალას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუშლის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. “ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ “უცხო გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის მეორე […]
აშშ-ის უდიდესი ბანკის, JPMorgan Chase-ის თანახმად, რუსეთში მის აქტივებს კონფისკაცია ემუქრება

აშშ-ის უდიდესმა ბანკმა JPMorgan Chase-მა 2 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთში მის აქტივებს შეიძლება კონფისკაცია გაუკეთონ. ეს შეიძლება მოხდეს JPMorgan Chase-ის აქტივების დაყადაღების თაობაზე რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც აპრილში გამოიტანეს ბანკ VTB-ის სარჩელის საფუძველზე. რუსულმა ბანკმა JPMorgan Chase-ს მოსთხოვა, აანაზღაუროს 439,5 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინეს ამერიკულ ბანკში მის ანგარიშებზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთს სანქციები […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თბილისში დემონსტრანტებზე ძალადობას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყყენების ფაქტებს ეხმაურება X-ზე (ყოფილი ტვიტერი) “საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად” – წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]
“ერთი შეკითხვით ჩამოუშალა ფეშენ და @რაკში პერო იმიჯი” – რამაზ გიგაური

ტიპმა ლოგოპედებთან და ფილოლოგებთან ასი ათასობით დოლარი დახარჯა, რომ გამართულად და დახვეწილად საუბარი ესწავლა და ერთმა ჟურნალისტმა წყალში გადაუყარა ეს ყველაფერი. ერთი შეკითხვით ჩამოუშალა ამხელა რუდუნებით ნაშენი ფეშენ და ტრაკში პერო იმიჯი. რამხელა ტრაგედიაა.
აშშ-ის ელჩი – შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა – მოვუწოდებთ მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ

ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. როგორც დანიგანი […]
რობინ დანიგანი – ახლახან საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისივე თქმით, შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც […]