აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს

შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს. საელჩოს საიტზე მითითებულ ინფორმაციაში წერია, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მასშტაბური აქციები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება. საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება. აღნიშნულია იისც, რომ ბოლო დემონსტრაციებისას მოხდა დაპირისპირება და ძალადობა აქციის მონაიწლეებსა და […]
საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს დავით კეზერაშვილი

საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს დავით კეზერაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს ვიდეოებს.
სანამ ახალგაზრდებს ქუჩაში აყვირებენ, აქციის ორგანიზატორები მშვიდად ვახშმობენ და აკვირდებიან მოვლენებს

სანამ ახალგაზრდებს ქუჩაში აყვირებენ, აქციის ორგანიზატორები მშვიდად ვახშმობენ და აკვირდებიან მოვლენებს. ფოტოზე: ელენა ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა. Previous: ყ..ეზე მკიდია – აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოგო ავიწროვებს მძღოლს, რომელიც გადაკეტილ გზაზე დგას და გასვლას ცდილობს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩევლის, დერეკ შოლეს თანახმად, ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განუმტკიცა აშშ-ს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების “მტრული რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერის” გამო. შოლეს თქმით, ეს რისკს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. “დღეს ირაკლი კობახიძე განვუმტკიცეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა რისკის ქვეშ […]
ბლინკენი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მოვლენებს — მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროსაც იღებს ამ საკითხზე ინფორმაციას. „ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რომლებიც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს“, — […]
შვედეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ცრუ ნარატივებისგან

ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი მთელ ქვეყანაში ქუჩაში გამოვიდა, რათა ხმა აემაღლებინათ ე.წ. უცხოური გავლენის კანონპროექტის შესახებ. შვედეთი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გამოხატვისა და თავშეყრის თავისუფლებას პატივი უნდა ეცეს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა აჩვენა თავისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ცოცხალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება უდიდეს როლს […]
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში პოლიციის მიერ რუსული კანონს წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების ცნობებს ეხმაურება. “მაშფოთებს ამ კვირაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წევრების მიერ დემონსტრატორებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები”. – წერს ვოლკერი გავრცელებულ განცხადებაში. ვოლკერი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსული კანონის წინააღმდეგ […]
გიორგი მარგველაშვილი – ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველო რუსეთის ორბიტაზე, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა – ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ

ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველო რუსეთის ორბიტაზე, ორბიტაზე კი არა, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა. ვდგავართ მშვიდობიანად, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ. მარგველაშვილის თქმით, საპროტესტო მუხტი იზრდება და ღრმავდება ბრძოლის ჟინიც. “ხელისუფლების […]
მაია სანდუ – მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს

მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერზე“ წერს და ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ პროტესტს და თბილისში მიმდინარე მოვლენებს. „მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში”, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია […]
“საქართველოში ძალიან საგანგაშო ვითარებაა” – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოში, “აგენტების კანონის” განხილვის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ვითარება საგანგაშოა”. მისივე თქმით, იგი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილსაც ესაუბრა და უთხრა, რომ “აგენტების კანონპროექტი” საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უთხრის ძირს. “საქართველოში ძალიან საგანგაშო ვითარებაა. ლატვია გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას. სამშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი, […]