საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
უცხოელ წევრებს აქვთ კითხვები კანონთან მიმართებით – დავით ცირდავა

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას თქმით, უცხოელი წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ. როგორც ცირდავამ BMG-ის განუცხადა, არსებული ვითარება ამ ეტაპზე ინვესტიციების შემოსვლას ხელს არ უშლი. „ჩვენი წევრები ძირითადად არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. უცხოელ წევრებს აქვთ კითხვები ამ კანონთან მიმართებით. გარკვეული კითხვები ისმის, თუ […]
“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი […]
როთი: ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის, თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს

ერთიანობა გადამწყვეტია! ყველა ევროპული ღირებულებების ერთგული ვართ. ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს!
ბოლო 5 წელში მზესუმზირას იმპორტი 2 მილიონი კგ-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემების თანახმად ბოლო 5 წელში მზესუმზირას იმპორტი 2 მილიონი კილოგრამით შემცირდა. ქვეყანაში 2019 წელს 7 417 790 დოლარის ღირებულების 9 365 740 კგ მზესუმზირა (მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი) შემოვიდა. 2023 წელს კი 5 000 050 დოლარის ღირებულების 7 045 430 კგ მზესუმზირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 5 წელში მზესუმზირის იმპორტი 2 320 […]
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქსა და ყირიმს დრონებით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე 5 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე კი – […]
“სპალეტიზე ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით” – ელიფ ელმასი

“ლაიფციგის” ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა “ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. “ჩემი “ნაპოლიში” ყოფნის პირველივე დღიდან, სკუდეტოს მოსაგებად თავს არ ვზოგავდით, საბოლოოდ ეს გამოგვივიდა. სპალეტიზე ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით, ერთხელ საწვრთნელ ბაზაზე მივედი, შოკირებული დავრჩი, ლუჩანოს იქ ეძინა, მისნაირ სპეციალისტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მდიდრულ სახლში იცხოვროს, თუმცა სპალეტის ერთ პატარა ოთახში […]
10 მნიშვნელოვანი აკრძალვა წითელი პარასკევისთვის

აღდგომამდე დიდ პარასკევს არსებობს აკრძალვები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა დაიცვათ. არ შეიძლება მძიმე შრომა, ალკოჰოლის დალევა, ჩხუბი. არსებობს სხვა აკრძალვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობა და ჯანმრთელობის გაუარესება. ყველაზე მკაცრია, ამ დღეს შეუძლებელია სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოს შესრულება, კერვა. არსებობს 10 აკრძალვა, რომელთა დაცვასაც გვირჩევენ, რათა არ შეგექმნათ უბედურება. ითვლება, რომ იესო ქრისტე ჯვარს აცვეს დიდ პარასკევს. იგი […]
მაგნიტური შტორმები 2024 წლის მაისში – ოთხი ყველაზე საშიში პერიოდი

მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და აფრთხილებენ მოსახლეობას ვარსკვლავის მაღალი აქტივობის შესახებ. აფეთქების დღეებში ვარსკვლავზე შეიძლება მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის და საკომუნიკაციო სისტემების მუშაობისთვის. როდის არის მოსალოდნელი მაგნიტური შტორმები მაისში? მაისში გეომაგნიტური შტორმები ძირითადად სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი იქნება. თვე მაშინვე დაიწყება რთული პერიოდით ამინდზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. მაგნიტური შტორმი 1 მაისიდან 5 […]
ამინდი უარესდება – ნახეთ, პროგნოზი ქალაქების მიხედვით

3 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს […]