კახა კალაძე – ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ვიხილეთ, რომელიც გადაადგილებას ცდილობდა, მოვისმინე, რომ სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა და არ უშვებდნენ, მესმის მათი, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს

[გზების გადაკეტვის გამო] ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული, თუმცა უნდა ვეცადოთ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში უნდა გამოიხატოს და თუ პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. „ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული, თუმცა […]

RSF-ის კვლევა: საქართველო მედიის თავისუფლების რეიტინგში 26 პოზიციით დაქვეითდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსის შესახებ შედგენილი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველო 26 ადგილით დაქვეითდა და 77-დან 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის ქვეთავში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება, ინდექსის გაუარესების კონტექსტში ხაზგასმულად არის ნახსენები საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. ინტერაქციულ რუკაზე კი საქართველოს გასწვრივ სტატუსი Difficult (რთული) წერია. “საქართველოს მმართველი […]

საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა პარიზში მომიტინგეებთან „ბრუტალური დაპირისპირების“ შეფასებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების შეფასებას გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება „ობიექტურობას მოკლებულია. „მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში. მასში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა პარიზში მომიტინგეებთან სამართალდამცავების „ბრუტალური დაპირისპირების“ დროს. „შეგახსენებთ, რომ […]

დონორები და საელჩოები, ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ აქციების ძალადობრივი ხასიათი, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ – შალვა პაპუაშვილი

საბოლოო ჯამში, ეს აქციები არის პოლიტიკური უმცირესობის მცდელობა, ძალადობრივი გზით უკვე მერამდენეჯერ შეძლოს წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თავისი ძალაუფლების თევზის დაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი მშვიდად და ბრძნულად აკვირდება. „ამ ყველაფერში შემაშფოთებელია ის, რომ გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს. […]

მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ – კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს. ასევე, მან ისაუბრა სპორტსმენების, მათ შორის, ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული. „მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს […]

კახა კალაძე აშშ-ზე – ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება? – იგივე გვინდა, რომ მეორე მხარისგან დავინახოთ

მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები რა განცხადებასაც აკეთებენ, ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებას. კალაძის თქმით, მათთვის ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. „ჩვენ არავისთან არანაირი ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობა – ეს პრინციპულად […]

ვის შეიძლება დაუძახო უტიფარი? – “ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება…” – კალაძის განმარტება

თბილისის მერი, კახა კალაძე: „დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, […]

კახა კალაძე ჟურნალისტებს – მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! – თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ

მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! – თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ მომხდარ ფაქტს, როდესაც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მედიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს უტიფარი უწოდო. “დღეს პრესის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს […]

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!

თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის – ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე – პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!! – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატებს და საქართველოს სხვა […]

კახა კალაძე – ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება – გამჭვირვალობის კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება

მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება – [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონპროექტი მიღებული იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაკრების წევრების მოწოდებას ხელისუფლების მიმართ ე.წ. რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ […]