შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, ურთიერთობები დამყარებულია სტრატეგიულ პარტნიორობაზე

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც არის სურვილი ვიზიტის განხორციელების და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს პარტნიორულ ურთიერთობებს. „რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას […]

კახა კალაძე – როგორ შეიძლება შეადარო, როგორ ხდებოდა დემონსტრაციის დაშლა საფრანგეთში და რა ხდებოდა ჩვენთან – იქ სისასტიკით უსწორდებოდა პოლიცია ადამიანებს

როგორ შეიძლება, შედარება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა დემონსტრაციის დაშლა პირობითად საფრანგეთში და რა ხდებოდა ჩვენთან – ამის შედარება ვერ მოხდება, რადიკალურად განსხვავებული თემებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ჩვენ ვიხილეთ, რა სისასტიკით უსწორდებოდა იქ პოლიცია მანიფესტაციაზე მყოფ ადამიანებს, ნუ, ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ეგეთი რამე, რომ საქართველოში ვინმემ გააკეთოს, […]

“4 დღეა უკვე შიმშილობით ველოდები თქვენ საამაყო ლიდერს მამუკიე მდინარაძეს” – სარალიძე

ზაზა სარალიძე: ჩემი გულმხურვალე სალამი და პატივისცემა ყველა ხელოვან ადამიანს და განსაკუთრებით ქართული სპორტის წამყვან ბიჭებს და გოგონებს. იარეთ წინ და მუდამ წინ. არ შემიძლია არ ვთქვა რასაც ხელისუფლება ახორციელებს მათ მიმართ, თითქოსდა ვინმე მათ აბულნგებს, ეს უდიდესი ტყუილია….. ბულინგი ოცნების და მისი დამქაშების ნარატივი იყო მუდამ და იქნება სანამ იარსებებენ მათნაირი გამყიდველი სულის პატრონები […]

აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან – ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით

აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან – ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს. “გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ და ამერიკის ელჩმა საქართველოში ქ-მა დენიგანმა, ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე […]

კალაძე: თუ იქნება ჩემ მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კვლავ არ იცვლის რიტორიკას და ამტკიცებს, რომ გუშინ ფორმულას ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა. კალაძეს ჰკითხეს, იაზრებს თუ არა, რომ გუშინ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან ასე უპასუხა: “დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე, პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ და თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, უწოდო […]

თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა. თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელთან ვაჭრობა შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში დახმარების „უწყვეტ და საკმარის ნაკადს“. თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს „ყველა პროდუქტს“. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს თითქმის შვიდი მილიარდი დოლარი იყო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის […]

სახალხო დამცველის რწმუნებულები დაკავებულთა ადგილმდებარეობას ადგენენ

სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის მანძილზე ადგენენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ. – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. „3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც […]

კახა კალაძე – პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათ უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს, თუმცა, ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის. „ესეც არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ვაშინგტონში ჩასვლა, დათქმებით სწორი დამოკიდებულება […]

შალვა პაპუაშვილი – დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს

დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ამერიკაში პარტნიორებთან სასაუბროდ. „სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, […]

კახა კალაძე – ერთი დალოცვილი ადამიანი არ გამოინახა კაცო – ხომ შეიძლება რაღაც არგუმენტი დადო, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი?

ერთი დალოცვილი ადამიანი არ გამოინახა კაცო, ხომ შეიძლება რაღაც არგუმენტი დადო, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი? რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, განვითარებას, დემოკრატიულობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, რატომ კაცო? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ბუნებაში არ არსებობს ისეთი […]