პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, არა მგონია, რომ კომპრომისის შესაძლებლობა არსებობს – სალომე ზურაბიშვილი

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ცდილობს, რომ საქართველოს პარტნიორები როგორ რევოლუციის პარტნიორები წარმოსახოს, როგორც […]

გიორგი გახარია – ჩათვალეთ, ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე – იცის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება

„ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციის დეფიციტს ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, ძალადობით – ჩათვალეთ, ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე. იცის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ათობით ათასი […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა. „დღეს, არის აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე კონფერენცია. ძალიან დიდი წარმომადგენლობითი კონფერენციაა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, ავუხსნათ რა ხდება ამ ქვეყანაში და თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს […]

ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასეთი ორმაგი სტანდარტები კი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა

ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასეთი ორმაგი სტანდარტები კი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა „საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ხდება საფუძველი ხალხში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების შექმნის. „გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის წერილს, რითაც […]

“ქართული ოცნება” გამჭვირვალობის კანონპროექტის ტექსტს აქვეყნებს

“ქართული ოცნება” გამჭვირვალობის კანონპროექტის ტექსტს აქვეყნებს “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის კანონპროექტის ტექსტს აქვეყნებს. “ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, […]

დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე – მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები – არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ

მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის მაგალითები კი, უახლოესი წარსულიდან ნამდვილად გემახსოვრებათ, – წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე. ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაა, რისთვისაც […]

ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები , – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ფული ვეღარ უშველის ამ საქმეს…” – სანდრო ბრეგაძე

— 400 მილიონს რაგბის ფედერაციას რომ მისცემ, სტადიონებს და ბაზებს ააშენებ – მიუხედავად ამისა ეროვნული ნაკრები მაინც შენს წინააღმდეგაა — 30 მილიონს რომ გადაურიცხავ ფეხბურთელებს ევრო-2024 ის თითო თამაშის მოგებაში და მთელი ეროვნული ნაკრები შენს წინააღმდეგაა — უნდა მიხვდე რომ საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგიდგენია – ფული ვეღარ უშველის ამ საქმეს P.S. საინტერესოა რაგბის ფედერაციის […]

“ეს მხოლოდ შტერს ან ნაძირალას შეიძლება გაერისკა… ენას კბილი დააჭირეთ, ბ-ნო სოზარ!” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ყოფილი სახალხო დამცველის, რუსული კანონის აქტიური მხარდამჭერის, სოზარ სუბარის განცხადებას ეხმაურება და წერს: ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, დუღს ქალაქის ცენტრი, პოლარიზაცია პიკს აღწევს, ყოველ ღამე თვალს ვადევნებთ ძალადობის სცენებს … ასეთ ვითარებაში პარლამენტის წევრი ტელევიზიით გამოდის და საზოგადოებას ეუბნება, რომ ხანდახან ადამიანების დახოცვა აბსოლუტურად ლეგიტიმური, ჩვეულებრივი და სასამართლოს მიერ მხარდაჭერილი ქმედებააო. ასეთ […]

პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ […]