ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – პრეზიდენტი

“ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და მის მიერ ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება.
ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ, სადაც ADB-ის ღონისძიება იმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში კონფერენცია იმართება. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა და გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, 21:00 საათამდე იყვნენ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შემდეგ […]
ზურაბიშვილი „აგენტების კანონის“ შესახებ შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან საქართველოში განვითარებულ მოვლენები განიხილა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი […]
გიორგი გახარია – უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, რომ „ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივაზე უარს საბოლოოდ ამბობს – უნდა გვესმოდეს, რომ ამ კანონის მიღების შემდგომ გვაქვს არჩევნები

ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ის უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფორმებში – ამ წნეხის მოხსნა დღევანდელი ხელისუფლებიდან არ შეიძლება და არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ისარგებლოს იმ მუხტით და ენერგიით, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. აღნიშნულით გიორგი […]
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს – ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი – არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ. „შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი […]
პრეზიდენტმა მიშელთან განვითარებულ მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართა – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც “ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის”. “საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]
პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიშელს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაცის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანს ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, […]
“პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთო, ჩრდ. კორეაშიც რომ გადაიმალო, გიპოვი” – ვანო ნადირაძე “ხარებას”

“პროტესტისთვის ადგილზე რომ ეცემათ, სხვისი შვილები სცემეს. უბრალოდ მხოლოდ იმის გამო რომ სცემეს თან ესე სასტიკად, რომ ჩემი შვილი იყო, ესე გამწარებისთვის. არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ, თვითონ, პირადად უშუალოდ ხარებას, რომელიც კარგად მიცნობს. არის გაბრაზებული ერი და მათ შორის მეც ვარ ძალიან გაბრაზებული, მაგრამ ვარ კიდევ გამწარებული მშობელი, გამწარებული მამა. მამა, რომელსაც […]
“ივანიშვილი ძალადობს საჯარო მოხელეებზე, ძალადობს ბიზნესმენებზე! “გუნდის” ვერცერთი წევრი ბედავს მისთვის სიმართლის თქმას!” – ბაჩიაშვილი

მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვდგავარ ქართველ ახალგაზრდობასთან! ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა მან უღალატა ყველა იმ იდეალს და დაპირებას რომლითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა! ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე თუმცა, მათი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ივანიშვილის რუსულ გზას სამწუხაროდ ყველას არ აქვს იმის ძალა რომ ეს ხმამაღლა გამოხატოს ძალადობს […]