პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს

პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს „ოპოზიცია აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვება რევოლუციის განვითარებას”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა. ხუნდაძე აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი გულწრფელი ემოცია ოპოზიციამ შესაძლოა მათსავე წინააღმდეგ გამოიყენოს. “პოლიტიკურ უმცირესობას ქართული კანონი და მისი “რუსულობა” უკვე […]
“აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახური” – უფროსის მუქარის გამო მოქალაქემ სამსახური დატოვა

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყოფნის გამო უფროსი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ამის შემდეგ, ნაივაძემ თავად დატოვა პოზიცია, ამბავი სოციალურ ქსელში გაახმაურა და განაცხადა, რომ “სწორედ ამას ებრძვის” საპროტესტო აქციებში მონაწილეობით. “ჩემი დეპარტამენტის უფროსი (გ.ა.) მეძახის და მეუბნება: გუშინ “იმედზე” გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად […]
როგორი ამინდი იქნება 6-7 მაისს – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
“რომ ვეუბნებოდი, არიფი ხარ, თავს გადაიჩეხავ მეთქი, ჩემზე ბრაზობდნენ მისი “მომხრეები” – ჩერგოლეიშვილი

იმ ხალხს ხომ ხედავთ ქუჩაში ვისიც ბიძინას რეალურად ეშინია? – თანამედროვე ქართველ ევროპელებს. აი ამ ხალხს, მიშა ეუბნებოდა რომ ტრადიციებს ბოკერია ართმევდა ლიბერალური დემოკრატიით, რომ თვითონ ჯვარს ატარებს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა ქაშვეთთან, გამართლებული არ იყო და რომ გუბაზი დაარწმუნებს მათ, რომ მიშა მაგარია. რომ ვეუბნებოდი, არიფი ხარ, არაფერი აღარ გესმის, პრინციპებიც დაკარგე, ინსტიქტებიც და […]
“სახლში შემომივარდა ერთ-ერთი მოძალადე, იმის მაგივრად, რომ პოლიციაში იყოს” – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა. ის ბათუმის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ლანჩხუთის პოლიციაში ამ დროისთვის დაკითხვაზე მხოლოდ ერთ-ერთი თავდამსხმელი, კობა ფიფაიშვილი, იმყოფება. აფხაზავა კი “მთავართან” ამბობს: “ამ დილით წამოვედით ექსპერტიზაზე. ვიყავით სამხარაულის ექსპერტიზაზე. შეამოწმეს რაღაც ხელზე, ყელზე და […]
კაკაოს ფასი მკვეთრად შემცირდა

კაკაოს ფასი მიმდინარე წელს სასაქონლო ბაზარზე მკვეთრი რყევებით გამოირჩეოდა. Intercontinental Exchange-ზე ტონა კაკაოს ფასი, რომელიც თითქმის სამჯერ გაიზარდა წლის დასაწყისიდან და მიაღწია ისტორიულ პიკს 11 ათას 722 დოლარს, გასულ კვირაში 24,4%-ით შემცირდა, რაც ყველა დროის ყველაზე სწრაფი ყოველკვირეული კლებაა. კაკაოს ფასი ტონაზე ამ კვირაში 8 ათას 10 დოლარამდე შემცირდა. კაკაოს ფასებმა დაარღვია რეკორდი, როდესაც მსხვილმა […]
“ბათუმში ვიყავი, ექსპერტიზა ჩამიტარდა” – შსს პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. აფხაზავას ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხა თავს სამი ჯოხებით შეიარაღებული ადამიანი – მასწავლებლის თქმით, ის ამ დროს მის 20 წლის შვილთან ერთად იყო. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს. “ვიდეოც გადავუღე, ჩემი უბნელები არიან, ერთი ჩემ […]
“ვიდეოს უღებდნენ, უნდა ეთქვა, რომ ლაჩარია და აღარ დაარტყამდნენ” – რას ჰყვება მოწმე მედიასთან

ტვ პირველის ცნობით, მამუდ მამედოვი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ცემას შეესწრო, არავის გამოუკითხავს, იგი მედიასთან ჰყვება: ორგანიზებულად იყო. წააქციეს ლევან ხაბეიშვილი და დაესია მინიმუმ 15 სპეცრაზმელი, რომლებმაც ცემა დაუწყეს. ურტყამდნენ სახის არეში ფეხებით. სპრეიც გაუშვეს მაგ მომენტში და ახლოს არავის არ უშვებდნენ. როგორც ვიცი, გოგა მემანიშვილი და “ხარება” იყო. იღებდნენ ტელეფონებით, რადგან დაეფიქსირებინათ, თუ როგორ აყენებს […]
ბაიდენმა შესაძლოა, მიშელ ობამას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნას – “შპიგელი”

ჯო ბაიდენმა შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას და მის ნაცვლად პრეზიდენტად კენჭი მიშელ ობამამ იყაროს – გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად ბაიდენის ასაკი სახელდება. გერმანული გამოცემა “შპიგელი” სტატიას ავრცელებს და წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი კანდიდატურის მოხსნის შესახებ, სავარაუდოდ, 2024 წლის აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს. “ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს”, – წერს “შპიგელი”. […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.