პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს

პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს
„ოპოზიცია აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვება რევოლუციის განვითარებას”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ხუნდაძე აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი გულწრფელი ემოცია ოპოზიციამ შესაძლოა მათსავე წინააღმდეგ გამოიყენოს.
“პოლიტიკურ უმცირესობას ქართული კანონი და მისი “რუსულობა” უკვე დაავიწყდა – მის შინაარსში საერთოდ არ შესულან და არც ახლა აპირებენ. ისინი აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვებიან რევოლუციის განვითარებას. ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურთ. მათი ეს ზრახვები არის სახიფათო, გარდა იმისა, რომ მიუღებელია. ამიტომ, სიფრთხილე მართებთ ახალგაზრდებს, ბავშვებს და მათ მშობლებსაც, რომ მათი გულწრფელი ემოცია არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ ხალხის სასარგებლოდ”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით