ლარი ისევ გაუფასურდა – დეტალები

ლარი დოლართან 3.79 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 3.17 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8323 ლარია, ერთი ევროსი – 2.9742 ლარი. აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ 41 ვალუტასთან გაუფასურდა და მხოლოდ ორთან – რუსულ რუბლთან და ყაზახურ ტენგესთან გამყარდა, კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.05 […]

ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ცენტრზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა. “ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი გარდაიცვალა”, – დაწერა ფიოდოროვმა ტელეგრამში. 10 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს ცენტრში. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა კერძო კლინიკის შენობა და მის […]

“ბრძოლა გამარჯვებამდე” – 3 უნივერსიტეტის ვეტერინარიის სტუდენტების განცხადება

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ არალეგიტიმური მთავრობის მიერ განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებს და აცხადებენ, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ვეტერინარიის სფერო საქართველოში განვითარებას შეწყვეტს: “მომავალი ვეტერინარები, ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების უმრავლესობა ვგმობთ ქვეყანაში ე.წ მთავრობის მიერ განხორციელებულ ტერორს, დაშინებას, მშვიდობიანი პროტესტანტების წამებას, ფიზიკურ […]

352-დან ხილული დაზიანებები აქვს 157-ს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 პირი. ომბუდსმენის ცნობით, მათგან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

დემოკრატიულ უკუსვლას და რეპრესიული საშუალებების გამოყენებას შედეგი მოჰყვება – ევროკომისია

“თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, აწყდება სასტიკ, უკანონო ძალას პოლიციისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 10 დეკემბერს გაავრცელა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა. ევროკომისიის განცხადებით, 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ “დამატებით ზომებზე” იმსჯელებს. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი გმობს “რეპრესიულ ქმედებებს […]

საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია მოემგზავრება

საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. „კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან: · რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP), · მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია […]

„ევროპელი ლიდერებიც ხედავენ, თუ ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი და ვინ არის რეალურად მთელი მოვლენების მმართველი“- ლევან კობერიძე

ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე bm.ge-ს გადაცემა ,,საქმის კურსში“ გამოეხმაურა. ლევან კობერიძის განცხადებით, უცნაურია, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს არ ესაუბრება და საკითხებს ბიძინა ივანიშვილთან განიხილავს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობას. ,,სიტუაცია მთლიანობაში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ […]

რა საკითხებზე ესაუბრა სახალხო დამცველი გაეროს წარმომადგენლებს?

2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა – ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, ისაუბრეს სახალხო დამცველის […]

“ვუერთდებით წამოწყებას” – “ბარამბო” აქციაზე დაზარალებულთა ფონდში 20 000 ლარს გადარიცხავს

“ბარამბო” აქციაზე დაზარალებულთა ფონდში 20 000 ლარს გადარიცხავს – ამის შესახებ კომპანია ინფორმაციას Facebook-გვერდზე აქვეყნებს. კომპანიაში სჯერათ, რომ სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის თანადგომაა. “ბარამბო” მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას! ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს და 20,000 ლარს გადავცემთ […]

სახალხო დამცველი – ჩვენმა წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 პირი, მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226, ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 157 პირს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 პირი. მათგან, ომბუდსმენის ცნობით, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226, ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 157 პირს.