საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია მოემგზავრება

საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.
„კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან:
· რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
· მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
· ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
· ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
· ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
· რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს