მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის, კანონიერად მოიპოვეს თუ არა მათი ნომერები, ვისაც ურეკავენ და აგინებენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლიან რამდენად კანონიერად მოიპოვეს იმ მოქალაქეების მობლურის ნომრემრები, რომელებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან. „აგენტების კანონის“ მოწინაღმდეგეებს მეორე დღეა უცხო პირები ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ : “საქართველო!”, “ჩვენ ვართ საქართველო!” ამასთან, მათ მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. თავდაპირველად კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან იყვნენ შეკრებილები, სადაც […]

„ოფშორების კანონი“ ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს და ვერც დიდად დააზიანებს – მოსაზრება

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, ე.წ. „ოფშორების კანონი“ ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს და დიდად ვერც დააზიანებს, თუმცა დაჩქარებული წესით მიღებული საგადასახადო შეღავათების უკან ისიც კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ხედავს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. – არ მინდა, კონსპირაციულ თეორიებზე ვისაუბრო, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს საკუთარი აქტივების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, რათა რაიმე მოძრავი ქონების […]

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას რუსულ კულტსა და ევროპას შორის

ღრუბელი და გაურკვევლობა საბოლოოდ გაფანტულია… ივანიშვილმა პირდაპირ რუსთაველის გამზირიდან მოგვახსენა, თუ როგორ გეგმავს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას, ჯერ არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის, შემდეგ კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის დათრგუნვასა და დასჯას, მათთვის საარსებო არეალის შეზღუდვას და ქვეყანაში თავისუფალი სივრცის განადგურებას. ამ ყველაფრის მოსმენისა და აღქმის შემდეგ, შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი არ დაიზაფროს […]

დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონია – ბიძინა კულუმბეგოვი “რუსულ კანონზე”

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გამჭვირვალობის კანონს საფრთხის მომტანს უწოდებს. ექიმი აცხადებს, რომ ის დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონია. “ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენს ისტორიულ მისიას და დანიშნულებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩემთვის მიუღებელია. როდესაც ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მეგობრები და მხარდამჭერები გვეუბნებიან ,რომ ეს კანონი არ არის ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და შემაფერხებელი იქნება, არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია […]

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი – ირაკლი კობახიძე

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი იყო. „ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ […]

“კვარაცხელიას პსჟ-სკენ სანიოლი უბიძგებს” – ფრანგი აგენტი

დღეს “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი პსჟ “ნაპოლის” შემტევებით, ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით გაძლიერებას აპირებს. spazionapoli ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას ოსიმენზე ძვირად, ანუ 130 მილიონ ევროზე მეტად დაუფასებს. აღნიშნულ საკითხზე ფრანგმა საფეხბურთო აგენტმა ბრუნო სატინიმ (ჩელსიში კალიდუ კულიბალის ტრანსფერი მან გაჩარხა) რადიო Kiss Kiss-ის ეთერში […]

ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია. მანამდე პროკურატურამ ფიფიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარუდგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, […]

კუბილიუსი ე.წ “აგენტების კანონის” ინიცირებაზე: ლუკაშენკომ და პუტინმაც ასე დაიწყეს

უკვე სამ კვირაზე მეტია, საქართველოში ათობით ათასი ადამიანი არ წყვეტს პროტესტს საქართველოს მთავრობის მიერ, ე.წ “აგენტების შესახებ კანონის” ხელახალ ინიცირებაზე. მოსახლეობის ნაწილისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტმა ორი მოსმენით უყარა კენჭი “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ქვეყანაში მეტი გამჭვირვალობისთვის შემოაქვს. საქართველოს უცხოელი მეგობრები კი მასში რუსულ კვალსა […]

ალეკო ელისაშვილი – არცერთ ქვეყანაში რევოლუცია ცარიელ ადგილას არ ხდება, მას ხელისუფლება აწყობს – მათზეა დამოკიდებული, არჩევნებამდე მივლენ, თუ არა

ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა, რომ მისი მმართველობის მეოთხე წელი ძალიან მაგარი იქნებოდა, მეთორმეტე წელს გვაგინებს, ეს არის ბოლო ჟამის სიმპტომი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა. ამით ის გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირების მიმართ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს. „ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა, რომ მისი მმართველობის მეოთხე […]