რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანელ სტუმრებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს – აიათოლა დიბაჯის, აიათოლა გარავის და აბდულრაჰიმ ფორუტანის შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე. მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი […]
ვერხოვნა რადამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის პატიმრებს ჯარში სამსახურის საშუალებას მისცემს

უკრაინის პარლამენტმა 8 მაისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის პატიმრებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის საშუალებას მისცემს. ვერხოვნა რადამ მეორე წაკითხვით მიიღო კანონი. ახლა მას ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მხარს უჭერს კანონს. რუსეთის ციხეებში სასჯელის გაუქმების სანაცვლოდ მოახდინეს პატიმრების რეკრუტირება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მათ გამოსაყენებლად. სხვადასხვა ცნობით, ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ყოფილი პატიმრები შიშის […]
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არა ვუთხრათ ყველაფერს, რაც გვაშორებს ჩვენ ისტორიულ ოჯახს

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი – 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, 9 მაისს, ევროპის დღეც აღინიშნება. წელს, საქართველო ამ თარიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ხვდება – ჩვენი სამშობლო არასდროს ყოფილა ევროკავშირის წევრობასთან ისე ახლოს, როგორც დღესაა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც მეორე […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, […]
ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს 4000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო – 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. ასევე, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე: კანონიერებას შევისწავლით

პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურში მუქარისშემცველ ზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლიან. “სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა […]
ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. „გურიის მოამბის“ ცნობით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ გირაო მოითხოვა. მოსამართლე ია ბარამიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კობა ფიფიაშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია. შემთხვევა 5 მაისს, ლანჩხუთში მოხდა. ლადო აფხაზავას თქმით, […]
მუქარის შემცველ ზარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, — ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა […]
თუ პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს – თიის როიტენი

თუ საქართველოს პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, ეს არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე წერს. „ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება აქამდე დავიდა. “ქართული ოცნების” ანტი-ევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს. ეს არჩევანი ბატონმა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. არა […]
Binance-მა კრიპტო ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა – Mind

ბოლო 6 თვის განმავლობაში ტრანზაქციებზე მომხმარებელთა რიცხვი 26%-ით, ხოლო სისტემაში შესულთა რაოდენობა, რომლებიც არ ვაჭრობენ, მხოლოდ ბოლო თვეში 10%-ით გაიზარდა. Binance-ის კრიპტო აქტივების მოცულობამ 120 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Mind-ს ბირჟის პრესსამსახურმა განუცხადა. აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში Bitcoin spot ETF-ების გაშვებამ კაპიტალის მნიშვნელოვანი შემოდინება გამოიწვია კრიპტოვალუტებში. ეს ზრდა შეინიშნება როგორც ინსტიტუციურ, ასევე საცალო დონეზე, აქტიური […]