ჩემი მეზობელია, დიმას ღრიალი გავიგე, სასტიკად არის ნაცემი, მე წამოვიყვანე საავადმყოფოში – ვატო წერეთელი

დიმა ჩიქოვანი ამ დროისთვის უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული. ენმ-ს წევრი საავადმყოფოში ტვ პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა მიიყვანა. ვატო წერეთელი ამბობს, რომ დიმა ჩიქოვანი მისი მეზობელია და სახლში 10 წუთის მისული იყო, როცა ოპოზიციონერის ღრიალი გაიგო. მეზობლები ვართ, 10 წუთის მისული ვიყავი დიმას ღრიალი რომ გავიგე, მართლა უმოწყალოდ ნაცემი იყო, ეს არის ფაშიზმი. […]

მეთიუ მილერი – ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის

წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით, არა მხოლოდ კანონპროექტის, არამედ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან მომავალი ანტიდასავლური რიტორიკის გამო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ.

Euronews-ი 7 პოპულარულ საგაზაფხულო მიმართულებას ასახელებს

Euronews-ი 7 პოპულარულ საგაზაფხულო მიმართულების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ამსტერდამია. სამეულშია პარიზი და ბარსელონა. ოლიმპიური თამაშების წინ პარიზი მეორე ადგილზეა სიაში. ზამთრის სიცივისგან გაღვიძებული ქალაქი გაზაფხულზე ხელახლა იბადება. ეიფელის კოშკის ხედები ალუბლის ყვავილობის ფონზე, ნამდვილად კარგი იდეაა. თუმცა ცნობილია, რომ პარიზი საკმაოდ ძვირადღირებული ქალაქია, მაგრამ მაინცაა შესაძლებელია იქ მნიშვნელოვანი ხარჯების გარეშე მოხვედრა. სიაში მესამე ადგილზეა […]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ თავს დაესხნენ – ჩიქოვანი ნაცემია

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი ამბობს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ის ნაცემია და სახეზე აღენიშნება დაზიანებები. „ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ… „ქართული ოცნება“ დასრულდება – რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს“, – თქვა ჩიქოვანმა „TV პირველის“ ეთერში საუბრის დროს. დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია […]

დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს. ჩიქოვანს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. ალადაშვილის კლინიკაში გადასვლამდე ის „ფორმულას“ ჩაერთო და თქვა, რომ თავდასხმა სოლოლაკში, მის სახლთან მოხდა. „ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების“ მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, […]

სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი

სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი. ნუთუ ასე დამოკიდებული გავხდით იმის მოლოდინში, რომ ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებზე აღიზრდებოდა თაობა – წერს სოციალურ ქსელში მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, რომელიც ეხმიანება გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. “გავექეცით საბჭოთა დამოკიდებულებას და შევეჯახეთ იმ ფორმის პარტნიორობას, […]

კონფერენს ლიგა. 1/2-ფინალი: “ფიორენტინა” ისევ ფინალში ითამაშებს

კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ფიორენტინამ“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ფრეს მიაღწია (1:1), ორი შეხვედრის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. მეორე ფინალისტი ხვალ „ოლიმპიაკოსისა“ და „ასტონ ვილას“ დაპირისპირებაში გაირკვევა. ბრიუგე – ფიორენტინა 1:1 გოლები: 1:0 დე კეიპერი (20), 1:1 ბელტრანი (85, პენ)

დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონია – ბიძინა კულუმბეგოვი „რუსულ კანონზე”

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გამჭვირვალობის კანონს საფრთხის მომტანს უწოდებს. ექიმი აცხადებს, რომ ის დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონია. „ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენს ისტორიულ მისიას და დანიშნულებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩემთვის მიუღებელია. როდესაც ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მეგობრები და მხარდამჭერები გვეუბნებიან ,რომ ეს კანონი არ არის ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და შემაფერხებელი იქნება, არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია […]