მახსენდება სიმღერა „უკან სსრკ-ში“ – გალერი თბილისში მომხდარ თავდასხმებზე

„როცა ასეთ დანაშაულებს ვხედავ, ერთადერთი სიმღერა, რომელიც მახსენდება არის: „უკან სსრკ-ში“, – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოში ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს. „ჯერ არ არის გვიანი საქართველოში რეაგირება ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით, რაც საბოლოოდ პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება, რომელიც არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება“, – წერს გალერი. […]

ერთი წლის წინ – ხვიჩამ დაჩაგრულ სამხრეთში დიდება დააბრუნა – მთავარი ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა!..

2023-24 წლების სეზონი სრულდება. ტრიუმფის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” კარგი დროება არ უდგათ, რის მიზეზებსაც მუდმივად განვიხილავთ. Sportall.ge კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმ დღეს, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 33 წლის შემდეგ ოფიციალურად რომ გაიფორმა. ერთი წლის წინ, 2023 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ, პარალელების გავლებასა და დასკვნების გამოტანას კი თავად შეძლებთ… “ნაპოლიმ” ბოლო […]

იოზვიაკი: უვიზოს შეჩერება გამორიცხული არაა, EU-ის ელჩებმა ისევ იმსჯელეს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, არ არის გამორიცხული უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვითარება და პოტენციური ზომები გუშინ კიდევ ერთხელ განიხილა. “ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები “უცხოური აგენტების” კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ […]

გომელაური: ვცდილობთ არ გამოვიყენოთ მთლიანი ძალები – იქნება მხუთავი აირი თუ რეზინის ტყვიები

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ პირველ მაისს, აქციის დარბევისას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოყენების “სრული უფლება ჰქონდათ”. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ამტკიცა, რომ აქციებზე სამინისტრო “ცდილობს”, მთლიანი ძალები არ გამოიყენონ. “ძალიან ხშირად და ალბათ, თითქმის ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები, ანუ მთლიანი ძალები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას კანონის […]

კალაძე: ტელეფონის შეცვლა მომიწია, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება – ვინ არიან

მე მაქვს ყველა მასალა, იმასთან დაკავშირებით მაგალითად, როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე – თავისი სქრინებით, სახელებით, გვარებით, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს უწოდო მოღალატე ან დააბულინგო იმისთვის, რომ რაღაც აზრი დააფიქსიროს. შეიძლება, მას […]

სააკაშვილი: არჩევნები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს

ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება: არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება შეცდომა იქნება, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მისი გაყალბება დააანონსა. თუ არჩევნებს ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთი გადაყლაპავს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე აშშ-ში არჩევნებია და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილს იმედი აქვს, […]

სახალხო დამცველის განცხადება ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ საფრთხეებზე რაზეც 8 მაისს ჩვენს მიერ გავრცელებულ შეფასებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება […]

„ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები… რაც სასაცილოა, შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია“ – ვახტანგ გომელაური

ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა, შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს. ვნახეთ, ახალგაზრდებმა […]

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებსაც უწყების თქმით, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ შსს-ში მიმდინარე გამოძიებასთან, გამოკითხვაზე დაიბარებენ. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ. საბა ბრაჭველის პოსტს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: · უარს ამბობთ […]

სახალხო დამცველი – ადამიანების დევნა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან […]