შს მინისტრი ამბობს, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად” დაიწყეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 9 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, ვეტერანთა დასვენების და კულტურის პარკში, სადაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად. გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქუჩაში ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ […]

გომელაური თავდასხმებზე: გამოძიება დავიწყეთ, ვნახავთ რა მოხდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გუშინ პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებზე გამოძიება დაწყებულია. “გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, რომ ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები სამწუხაროდ, გამოძიება დაწყებულია”- თქვა გომელაურმა.

NGO-ები: რეპრესიები თვალსაჩინოდ ამოქმედდა – დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციის ორგანიზატორებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულ და აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიყვებიან. “8 მაისს ღამე ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო […]

Pray For Rs – რას ნიშნავდა როდრიგოს წარწერა “ბაიერნთან” შეხვედრაში, რომელიც დიდ ტრაგედიას უკავშირდება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” 2:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა. დაპირისპირების მე-13 წუთზე მადრიდელთა შემტევმა როდრიგომ არაზუსტი დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც “ბლანკოსის” მაისური სახეზე აიფარა და წარწერა Pray For Rs (ილოცეთ Rs-სთვის) გამოჩნდა. ეს გზავნილი ბრაზილიელს მის სამშობლოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჰქონდა. RS ნიშნავს […]

ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა – მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

GSP-ის ცნობით, ცნობილი რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ შესაძლოა, კიევის “დინამოში” დაბრუნდეს. ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 78 წლის სპეციალისტს უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა რეზო ჭოხონელიძემ დაურეკა და სამუშაოს ხელახლა დაწყება შესთავაზა. თავად რუმინელს სამშობლოდან “რაპიდიდან” და ბუქარესტის “დინამოდანაც” აქვს შემოთავაზება და ჭოხონელიძეს შეუთვალა, რომ პასუხს ამ თვის ბოლომდე ეტყვის. ლუჩესკუ “დინამოში” 2020/23-წლებში მუშაობდა და პოსტი გასული […]

კარიერაში მესამედ – ნიკოლა იოკიჩი NBA-ის სეზონის MVP გახდა

2023/2024 წლების NBA-ის სეზონსი MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა, “დენვერ ნაგეთსის კალათბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა. ნიკოლა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მე-9 კალათბურთელი გახდა, რომელმაც MVP-ის ტიტულის სამჯერ მოგება მოახერხა. მიმდინარე სეზონში, ნიკოლა იოკიჩი, მატჩში საშუალოდ – 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9.0 შედეგიან გადაცემას ასრულებს. სერბი კალათბურთელის გუნდი კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “მინესოტა ტიმბერვულზთან” […]

„ტელეფონის შეცვლა მომიწია, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება“ – კალაძე

კალაძის თქმით, არ შეიძლება, ადამიანს იმ გამო დაუპირისპირდე, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს. „მე მაქვს ყველა მასალა, იმასთან დაკავშირებით , როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე – თავისი სქრინებით, სახელებით, გვარებით, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრების […]

ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა

ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას worlddata ავრცელებს. კვლევაში ჩართული იყო 135 ქვეყანა და მოიცავდა ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, სამართლებრივი სისტემა და სამოქალაქო უფლებები, ჯანდაცვის სერვისები, უსაფრთხოება, ხარჯები და შემოსავალი. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები იკავებენ: სან-მარინო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, სინგაპური, დანია, ავსტრია. რაც […]

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 6 მომიტინგე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების 6 მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე აღძრულ საქმეებზე. შსს მიერ გამართულ ბრიფინგზე, 9 მაისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი 5 წუთის განმავლობაში კითხულობდა ტექსტს იმის შესახებ, რა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდა უწყვეტი ანტირუსული აქციების ფარგლებში პროტესტის მონაწილეების მხრიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომ შსს აქციის […]

მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა

მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს. „ამ რთულ დღეებში […]