ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას აღიკვეთოს დაშინება და გამოიძიონ ყველა დარღვევა

დიდი ბრიტანეთის საელჩო ბოლო დროს აქტივისტებზე მიზანმიმართული ძალადობის შემთხვევებს და სამოქალაქო საზოაგდოების წარმომადგენლებზე თავდასხმებს ეხმაურება და მათ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს. განცხადებაში დიდი ბრიტანეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. “მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, […]
რუსულ ჯარში ინდოელების მოტყუებით წაყვანისთვის ინდოეთში ოთხი პირი დააკავეს

ინდოეთის პოლიციამ ადამიანით ვაჭრობის ქსელთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი, დასაქმებისა და სასწავლებელი ადგილების პირობით, ახალგაზრდა კაცების რუსეთში შეტყუება და შემდგომ უკრაინაში საბრძოლველად რუსულ ჯარში მსახურობის ძალდატანება გახდა. მანამდე, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ინდოეთის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ (CBI) განაცხადა, რომ ამ გზით რუსულ ჯარში დაახლოებით 35 ინდოელი კაცი წაიყვანეს. ამავე ბიუროს მიერ […]
ლაიფციგში აქტივისტები რუსეთის საკონსულოს შენობაში შეიჭრნენ

კრემლის მტკიცებით, გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში ექვსმა უცნობმა პირმა რუსეთის მთავრობის კუთვნილი შენობის დაკავება სცადა, სადაც რუსეთის საკონსულო იყო განთავსებული. მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის პოლიციაში სარჩელის შეიტანას გეგმავს. მოსკოვი აცხადებს, რომ თავდამსხმელები შენობის ღობეზე გადაიპარნენ, მოგვიანებით კი შენობის აივნებიდან ანტირუსული ბანერები გადმოფინეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეჭრის მომენტში იქ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, […]
რუმინეთი აცხადებს, რომ 11 ათასი უკრაინელი კაცი შევიდა ამ ქვეყანაში უკანონოდ, რათა თავი აარიდოს არმიაში სამსახურს

11 ათასამდე უკრაინელმა კაცმა გადალახა უკანონოდ რუმინეთის საზღვარი, რათა თავიდან აერიდებინა სამხედრო სამსახურში გაწვევა. რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის ეს მონაცემები ეხება 2022 წლის 24 თებერვლის – რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის – შემდგომ პერიოდს. 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცები საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს, განაცხადა ფლორინ კომანმა, სიგეტუ-მარმაციეს, უკრაინა-რუმინეთის ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე ქალაქის, სასაზღვრო პოლიციის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6755 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6755 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8812 ლარს შეადგენდა. […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., […]
ჯაფარიძეს ისევ ჩაუსაფრდნენ, მან ჰაერში გაისროლა – თავდამსხმელები გაიქცნენ

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრნენ, რის შემდეგაც მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა. “მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი TV-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში […]
ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ოცნებას, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება

ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. “გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს […]
კანონის განხილვა უნდა დაპაუზდეს… ქვეყანაში არსებული რისკები უნდა მოიხსნას – ლევან სილაგავა

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა უნდა დაპაუზდეს და პროცესი მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდეს. როგორც მან ბიზნესასოციაციებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონთან მიმართებით არსებობს გამოწვევა – გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ვფიქრობთ, დღევანდელი საქართველო ისე არის მზად საკანონმდებლო ბაზით, რომ სრულიად შესაძლებელია, იქვე იყოს გამჭვირვალობის […]
„ნაპოლი“ მზად არის ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

„ნაპოლი“ მზად არის ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს. „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მსურველი კლუბი მასში 120-130 მილიონ ევროს გადაიხდის. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით „ბარსელონა“და „პსჟ“ ინტერესდებიან.