გიორგი მუმლაძეს თავს მეორედ დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი მუმლაძეს თავს მეორედ დაესხნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “4 ნიღბიანი დაგვხვდა ჩემი სოფლის შესასვლელთან მანქანით!”, – წერს მუმლაძე. გიორგი მუმლაძეს თავს გუშინაც დაესხნენ. უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, […]
“ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ქართული წარმომავლობის “ავტორიტეტების” გათავისუფლება რუსული ციხიდან” – ხუხაშვილი

თუ დავაკვირდებით პროცესების განვითარების ანატომიას, სრულიად ცხადი გახდება, რომ ხელისუფლების მოქმედებები არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას და თავის დროზე რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების სრული ანალოგია. ანუ, არ არის ადაპტირებული, პირდაპირ და უხეშად არის გადმოტანილი. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს: საქართველოს ხელისუფლება მთლიანად არის ჩამოშორებული მოქმედებების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის საკითხს და დირექტივებს იღებს პირდაპირ ფსბ-დან. ისინი კი მოქმედებენ […]
სწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავეს

სწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში 18:32-ზე თავად დაწერა: „ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო“. მეგობრების ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ბოლო პერიოდში, ნოდარ ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
რეგიონული არჩევნები ესპანეთში კატალონიელთა განწყობებს აჩვენებს

კატალონიელები კვირას მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ არჩევნებში, რამაც შეიძლება განსაზღვროს ესპანეთის სოციალისტების მიერ მართული მთავრობის სტაბილურობა და ასევე შეაფასოს რეგიონში დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობის სიძლიერე. „თუ სეპარატისტები დაკარგავენ აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში, ეს იქნება ცვლილება“, – თქვა პოლიტოლოგმა ტონი როდონმა. ხოლო, “ერთად კატალონიისთვის” პარტიის გამარჯვება გააძლიერებს სეპარატისტულ განწყობებს და მადრიდს პრობლემებს შეუქმნის. პარტიის კანდიდატი კარლეს პიგდემონტია, რომელიც კატალონიას […]
მელაძე: გომელაურმა საფრთხეში ჩააგდო ტელევიზიაში მყოფთა სიცოცხლე

გუშინ გვიან ღამით, მას შემდეგ რაც ტვ პირველის ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ ჩასაფრება, საეჭვო ავტომობილების გადაადგილება, რომლებშიც ისხდნენ ნიღბიანი პირები, ჩვენ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ღამის პირველი საათიდან 4 საათამდე შუალედში ხუთი ზარი არის ჩვენგან შესული, თუმცა შსს-მ საპატრულო პოლიციაც კი არ გამოაგზავნა ტელევიზიაში. ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ მოგივარდებიან და ჩასაფრებას მოგიწყობენ, ადამიანის სიცოცხლე რომ იქნება […]
უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთზე მორიგი იერიში მიიტანა. სამიზნე კალუგის ოლქში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. „რიას“ ცნობით, თავდასხმა მოსკოვის ოლქის მოსაზღვრე რაიონში დრონების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა. კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ამბობს, რომ იერიშების შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მყისიერად ჩააქრეს. შაპშას დეტალებზე არ უსაუბრია და არ დაუკონკრეტებია, თუ […]
პუტინმა პრემიერის პრტფელი ისევ მიშუსტინს შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა შესთავაზა. მიმომხილველები მიშუსტინს ახასიათებენ ტექნოკრატად, რომელიც ვალდიმირ პუტინს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომისა და დასავლური სანქციებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევეში. მოელიან, რომ რუსეთის სათათბირო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის მთავრობა გადამდგარი იყო მანამ, სანამ კიდევ […]
„ამით არავინ არ დარჩება მოგებული“ – ბიზნეს ასოციაციები რუსულ კანონზე

დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. „ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ […]
როცა ქვეყანაში ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობაა, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი – შოთა ბურჯანაძე

„როცა ქვეყანაში არის ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობა, ასეთ სიტუაციაში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მოლოდინი რაც შეიძლება ამ ვითარებაში გაგვიჩნდეს, რუსი ტურისტების ჩამოსვლაა, რაც ყველა სიტუაციაშია მიუღებელია. „ტურისტი მიდის დასასვენებლად იქ, სადაც კეთილგანწყობა, სიწყნარე და სიმშვიდეა. ავღანეთში ხომ არ წავალთ დასასვენებლად, […]
შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, რაც ევროკავშირის ღირებულებასთან შეუთავსებელია, ეს არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა სპეცსამსახურების მეთოდებით

ერთი წელი, მე ამაზე მქონდა საუბარი, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლებს, საელჩოებს, ელჩს, ყველას მივმართე ამასთან დაკავშირებით, რომ შეუთავსებელია, ევროკავშირის ღირებულებებთან უცხო ქვეყანაში სპეცსამსახურების მეთოდით ფულის ფარული ხარჯვა, რადიკალური ოპოზიციისა და ჯგუფების დაფინანსება,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ზოგიერთ აქტორს ურჩევნია, აირიოს სიტუაცია საქართველოში, ვიდრე ის, რომ გასაჯაროვდეს, […]