“გილოცავთ მეგობრებო, 1984 ში დაბრუნებას” – იუთუბერებს სოც. ქსელები გაუტეხეს?

“დილით მომწერეს რომ ანთებული იყო შენი ფეისბუქიო (არადა მეძინა) ლუკასაც იგივე უთხრეს. მერე შევამოწმეთ და ვიღაცები იყვნენ მართლა შემოსულები, ახლა რამდენიმე იუთუბერს ველაპარაკეთ და მათაც იგივე გვითხრეს. გილოცავთ მეგობრებო, 1984 ში დაბრუნებას.”

“ასეთი კარგი შედეგით, ქოცთა ქოცი გამოვდივარ” – მერაბ მეტრეველი

ეტყობა, მარტივი IQ ტესტი შემხვდა, თორემ ასეთი კარგი შედეგით, აშკარად ქოცთა ქოცი გამოვდივარ. ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საშუალო ინტელექტის მქონეს უწოდებს და ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში მისი პარტიის მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო.

შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია მივიდა და წაიყვანა – უცნობია, სად

ფორმულას ცნობით, შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია მივიდა და წაიყვანა, ჯერჯერობით, უცნობია, სად. იქამდე, ნოდარ ტურაშვილმა Facebook-გვერდზე დაწერა, რომ “ქურდობის ფაქტზე” მიჰყავთ. “ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”. ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფრომაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.

ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მანამდე ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან.

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „ქართული ოცნების” ოფისთან და მერიასთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ხელისუფლებამ გაიწვიოს კანონპროექტი და არ დაიღლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება. „ვერ შეგვაშინებენ და არ გავჩერდებით. ვგმობთ ძალადობას, რაც აქტივისტების მისამართით ხორციელდება. შეშინებული რეჟიმი ყველაფერზეა წამსვლელი. ეს კანონპროექტი შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, […]

შალვა პაპუაშვილი – ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს არის დემოკრატია – 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად, იმათი ხმა, ხმა არ არის? სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ, „ეიჯისტური“ თუ ფაშისტური?!

დღეს არის მცდელობა ეიჯიზმისა, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს მეტი, რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. მისი თქმით, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. „ასაკოვანი ადამიანის მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა […]

Le Parisien: კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად პსჟ ყველაფერს გააკეთებს

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს შეცვლის მთავარ კანდიდატად “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი ბარკოლა კარგად თამაშობს. როგორ ჩანს, “პარი სენ ჟერმენი” ქართველის შეძენაზე მართლაც სერიოზულად ფიქრობს. ამას “პარიზიენი” ადასტურებს. გამოცემის მტკიცებით, სამი კვირის წინ პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი ლუიშ კამპუში რომში კვარაცხელიას აგენტს შეხვდა, მას შემდეგ შემდეგ მოლაპარაკებები წარმატებით […]

პეკინი: ამერიკის ნაბიჯმა ჩინეთის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სერიოზულად დაარღვია

10 მაისს, ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო უწყება გულდასმით აკვირდებოდა და „გააძევა“ შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „ჰალსი“ (USS Halsey), რომელიც 10 მაისს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პარასელის კუნძულების ტერიტორიულ წყლებში შევიდა. შეერთებული შტატების ქმედებამ „ჩინეთის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სერიოზულად დაარღვია“, განაცხადა ჩინეთის სამხედრო უწყებამ. „ეს მისი სანავიგაციო ჰეგემონიის და სამხრეთ ჩინეთის […]

პაპუაშვილი თავდასხმებზე: ძალადობა იწვევს ძალადობას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბოლო დღეებში პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე გახშირებულ ფიზიკური თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, თუ რა არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ამ ძალადობის გამო. პაპუაშვილი ამბობს, რომ “ძალადობა იწვევს ძალადობას”, რადგან, მისივე თქმით, იქამდე ძალადობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალისებდნენ. “არავის აღშფოთება არ მახსოვს მაშინ, როცა NGO-ებმა სოციალურ ქსელებში […]

შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია მივიდა და წაიყვანა – უცნობია, სად

იქამდე, ნოდარ ტურაშვილმა Facebook-გვერდზე დაწერა, რომ “ქურდობის ფაქტზე” მიჰყავთ. “ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”. ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფრომაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.