“დღეს ერთი კაი ამბავი მაინც გვაქვს…” – სარიშვილი

დღეს ერთი კაი ამბავი მაინც გვაქვს: მაგდა ანიკაშვილი იმედზე რჩება
რაზე ესაუბრა პრემიერი ბიზნესის 80-მდე წარმომადგენელს? – მთავრობა პრესრელიზს ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი […]
“ჩემი შვილები, 2 წლის და 7 თვის, ვერ დამიტოვებია სახლში” – გიორგი მუმლაძის თქმით, უკვე მეორედ დაესხნენ თავს

ოპოზიციონერი აქტივისტი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მას უკვე მეორედ დაესხნენ თავს ნიღბიანი ადამიანები. მისი თქმით, თავდამსხმელებმა მისი მანქანიდან ძალით გადაყვანა სცადეს, რაც ვერ მოახერხეს. თუმცა, შემდეგ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე აედევნენ დაბურულმინებიანი მანქანით. “დღეს, დაახლოებით 6-ის ნახევარზე ვბრუნდებოდი სახლში და ჩემი ქუჩის შესასვლელთან დაგვხვდა “ჰონდა ფიტი”, ნომრებიც გადაღებულია. გადმოხტა ოთხი ნიღბიანი – მე და ლაშა ქველაძე […]
„კანონპროექტის გაწვევას არ აპირებენ – განწყობა იყო ისეთი, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად” – თემურ ჭყონია

„კანონპროექტის გაწვევას არ აპირებენ – განწყობა იყო ისეთი, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე კომენტირებისას განაცხადა. მან ისიც აღნიშნა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია კანონპროექტს არ გაიწვევს. „ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორც ნებისმიერი მოქალაქის. მე ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ შინაარსობრივად რაღაც […]
ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაურია

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაურია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებენ “მონებო”, რასაც ადგილზე მყოფი “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოყვა. ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქცია გუშინ დაგეგმეს და დღეს ხელისუფლებამ მათ აქტივისტები დაახვედრა, რაც მათ შიშზე მიუთითებს. “ქართული ოცნების” […]
გერმანიის ელჩი – ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია

ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „ძალადობა და დაშინება – მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ – მიუღებელია. კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს. დემოკრატია საჭიროებს ძალადობის გამორიცხვას“, – წერს ფიშერი.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. მანამდე ცენტრალურ პარკში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები შეიკრიბნენ და აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“. როგორც ბათუმის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აცხადებენ, თითოეული მათგანის მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა. მათი თქმით, მუქარისა და შანტაჟის […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2024 მონაწილეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2024 მონაწილეობს, მასში 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა ჩართული. გამოფენაზე მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი იარაღი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერები და ფოტო გამოფენა წარადგინეს, რაც ტურისტებს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ. ღონისძიების მიზანი, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და […]
„სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრი ამიკო ნატრიაშვილი – იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები, უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს

იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს, – ამის შესახებ აქტივისტმა და „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრმა ამიკო ნატრიაშვილმა განაცხადა. როგორც ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას რამდენიმე დღეა ავტომობილი დაჰყვება და გარდა ამისა ყოველდღიურად მუქარის შემცველი ზარები მის და მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე ხორციელდება. „ბოლო დღეების განმავლობაში ერთი […]
11-12 მაისს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა რუსთავში, თელავში, ბორჯომსა და გორში გაიმართება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 11-12 მაისს, რუსთავის, თელავის, ბორჯომისა და გორის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. „საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის […]