“ხელოვნურად რომ აურ-დაურევ და შექმნი კრიზისს, რეიზა შობი, გამაგებინე?” – ფანჯიკიძე

რაზე მეშლება იცით ნერვები? როცა გამოუვალი მდგომარეობაა, მტერი თავს დაგესხა, სტიქიური უბედურებაა, ან რამე ისეთი, რაზეც ნაკლები კონტროლი გაქვს და ეგეთები, რას იზამ, უნდა გადაეწყო იმ მოცემულობაზე, რაც ხდება, მაგრამ როცა არსებობს შანსი, რომ ყველაფერი იყოს ნორმალურად, ქვეყანა მოემზადოს ჩემპიონატის განწყობისთვის, მოემზადოს ტურისტული სეზონისთვის და ხელოვნურად რომ აურ-დაურევ და შექმნი კრიზისს, მერე ასეულ ათასობით ადამიანი […]
„ტიკტოკი“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის აღნიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი „ტიკტოკი“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის აღნიშვნას იწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიამ ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ის მიაწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტიკტოკის“ მიზანია, ებრძოლოს დეზინფორმაციას. ადამ პრესერი, რომელიც „ტიკტოკის“ ოპერაციების და უსაფრთხოების ხელმძღვანელია, ამბობს, რომ კომპანიის სურვილია, მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა არის ფაქტი და რა – ფიქცია. აქამდე სოციალური ქსელი „ტიკტოკი“ კონტენტის შემქმნელებს ახალისებდა, გამოეყენებინათ […]
როთი: ძალადობა და მუქარები უნდა დასრულდეს, გაიწვიეთ უცხო აგენტების კანონი

ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და დეპუტატებთან კონსტრუქციული საუბრის ერთგულნი ვრჩებით, მაგრამ ძალადობა და მუქარები უნდა დასრულდეს, გაიწვიეთ “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი, მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან! ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ იდარდოთ, ჩვენ მალე შევხვდებით.
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე – არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო

საელჩოებს და დონორებს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხან საქართველოს პოლიციას და ისაუბრონ უკანონო დაკავებაზე, რაც არის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ქართულ პოლიციაზე, ჩახედონ ვიდეოებს, აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი ენჯეოები და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საელჩოები […]
ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური იყო

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური იყო. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებდნენ: “მონებო”, რასაც ადგილზე მყოფი “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოყვა. ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქცია გუშინ დაგეგმეს და დღეს ხელისუფლებამ მათ აქტივისტები დაახვედრა, რაც მათ შიშზე მიუთითებს. […]
თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე – ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება – მე არ დამრჩა იმის შთაბეჭდილება, რომ კანონს გაიწვევენ

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ […]
მთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს […]
გაერო განგაშს რაფაჰზე ისრაელის იერიშის ფონზე

10 მაისს გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდება შეიძლება შეწყდეს რამდენიმე დღეში, რადგან ისრაელის არმიამ დაიწყო სახმელეთო იერიში ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) წინააღმდეგ ხალხით სავსე ქალაქ რაფაჰში – რეგიონის საკვანძო დერეფანში, რომელსაც შიმშილი ემუქრება. Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის ტანკებმა დაიკავეს გზა, რომელიც აკავშირებს რაფაჰის დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებს, რაც ფაქტიურად […]
დამყვება “ტოიოტა ქემრის” ავტომანქანა; მეუბნებიან, რომ თუ არ გავჩერდები უარესს დამმართებენ – აქტივისტი ამიკო ნატრიაშვილი

“ბოლო დღეების განმავლობაში ერთიდაიგივე ტიპის ავტომობილი მე და ჩემს მეგობრებს გვითვალთვალებს ყველგან სადაც გადავადგილდებით პარალელურად არ წყდება ზარები უცხოური ნომრებიდან. იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარეს დამართებენ ვიდრე სხვებს. რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზეც, მათ შორის ბავშვების და ქალების დაშინებასაც არ ერიდებიან. ჩემი დის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკეს, რა დროსაც ტელეფონი […]
FreeUni-ის პროფესორი: გუშინ დაიჭირეს სტუდენტი, რომლითაც ნორმალური მთავრობა იამაყებდა

“გუშინ დაიჭირეს ფიზიკის პირველი ნაკადის საუკეთესო სტუდენტი (ჩვენი ალუმნი) გუგა მიქაბერიძე: თავისუფალი უნივერსიტეტის სახე, დაამთავრა არა მარტო ფიზიკის სკოლა, არამედ მათემატიკის და კომპ. მეცნიერებათა სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლის საუკეთესო პრეზენტაციის მფლობელი, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციებზე, ამზადებდა საქართველოს საერთაშორისო ტურნირებისთვის ნაკრებებს წარმატებით (ოქროს მედლები), იყო ზეილონა გორას უნივერსიტეტში […]