პრემიერი – 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე – რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს ხელშესახები მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის ფედერაციის […]
პრემიერი – კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის – ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას

რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას – მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „გაუმჭვირვალობის გამო ჩამოყალიბდა ნეგატიური პრაქტიკა“, […]
შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები – კობახიძე რუსულ კანონზე

პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოლოდინი აქვს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლოა “პოზიციები შეჯერდეს” რუსულ კანონთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან. “მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს. მათ შორის, ბოლო შეხვედრების შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. […]
შსს: დაკავებული აღიარებს, რომ აქციაზე მელიას, ჯაფარიძის, ვაშაძის დავალებას ასრულებდა (VIDEO)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 8-9 მაისის აქციის დაკავებული მონაწილე ჩვენებაში ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებას ასრულებდა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ბრალდებულს სხვა ხუთ პირთან ერთად პოლიციელზე თავდასხმასა და ნივთის დაზიანებას ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული. “პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც ახლა […]
პაპუაშვილი არ შეხვდება ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტარებმა ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს: “რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნების, გერმანია ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი, თუ არ ვცდები, პარლამენტების […]
ჰელსინკის კომისია: მოვლენების რეპრესიული განვითარება მიუთითებს სახელმწიფოს ჩართულობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში ოპოზიციისა და საზოგადოების წევრებზე თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,სანდო ცნობები საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის შესახებ, მიუღებელია. ამ რეპრესიული შემობრუნების შეთანხმებული ბუნება მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე და საყოველთაო დაგმობას მოითხოვს”
სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გავდივართ – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – ომბუდსმენი “პოლიტიკური ამბების” ეთერიდან ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, რომ ყველა ძალადობრივი ქმედება დროულად აღკვეთონ. ლევან იოსელიანი ძალოვან უწყებასაც მიმართავს და მათ ე.წ. სიკვდილის ბრიგადებისა და მაგინებელი რაზმების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას სთხოვს. ომბუდსმენი ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებასა და დაძაბულობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ახლა “სამოქალაქო დაპირისპირების […]
მიწისძვრა, “კვარას” სატრანსფერო ბომბი, ქაოსი და იმედი ნეაპოლში

ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მოსახლეობის შიში გამოიწვია. ეპიცენტრი კამპი ფლეგრეის რაიონი იყო. ვეზუვის ობსერვატორიის ცნობით, 3.7 და 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. Spazionapoli კი წერს, რომ უფრო „ნაპოლის“ გულშემატკივრები „პარიზიენის“ ახალმა სატრანსფერო ბომბა-ინფორმაციამ შეაშფოთა, რომ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს 80 მილიონ ევროდ მიჰყიდონ. Calciomercato-ს მტკიცებით, პარიზული კლუბისთვის ქართველი ვიქტორ ოსიმენზე მეტად პრიორიტეტულია. თუმცა, calcionapoli24 […]
ირაკლი კობახიძე – ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო – ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად

თქვენ გახსოვთ ძალადობის ფაქტები, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პირველი გამოკვეთილი ძალადობის აქტი იყო [ალეკო] ელისაშვილის ძალადობა, რაც არამხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით, ტელევიზიებმა და სხვადასხვა სუბიექტმა მოიწონა კიდეც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. “ასევე, გახსოვთ კონკრეტული პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და სხვების გამოხმაურებები – ისინი […]
„ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებაში ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერებისგან 1200 ლარი მიიღო, მთავარი დავალება იყო პოლიციელების შეურაცხყოფა“ – შსს

ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებაში ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან მიიღო 1 200 ლარი, მთავარი დავალება იყო პოლიციელების შეურაცხყოფა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყება ასევე აქვეყნებს დაკავებულის თანხმობით ჩაწერილ ვიდეოჩანაწერს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიციამ 8-9 […]