უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს

სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა იაშვილის დაკავების მიზეზი. ტაბულა ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს. პარალელურად, დღეს ბრალს წარუდგენენ 9 მაისს დაკავებულ ბლოგერს, უჩა აბაშიძეს. მისმა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ტაბულას უთხრა, რომ აბაშიძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურაზე დასასწრებად უფლებადამცველებს დაკავებულთან მალე შეუშვებენ. […]
ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა. თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი […]
გერმანიის ელჩი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – ევროკავშირის წევრობისთვის უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი – ამ კანონით რთული იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და გაწევრიანება

ყველამ იცის რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირის წევრობისთვის. უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი – ეს არის მოკლე ფორმულა და აღნიშნული კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ამ კანონით რთული იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირში გაწევრიანება,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამას, დიპლომატის განცხადებით, მხოლოდ საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე დამოკიდებული აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების […]
დავით მათიკაშვილი – ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ისევე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, როგორც „ენა, მამული და სარწმუნოება“

ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა და აქ, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტული. მას იცავს ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია და შემდეგ უამრავი კანონი თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ყველა ადამიანის უფლებების დაცვაზეა პირდაპირ ორიენტირებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა რუსთავში, კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში […]
ვასო ურუშაძე – პლაკატები ჩემი სახლის კედელზეც გაუკრავთ – ალბათ, არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული

ალბათ, არ იციან, რომ ეკლესიას ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე აცხადებს. როგორც ის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, შეურაცხმყოფელი წარწერები მის საცხოვრებელ სახლთანაც გააკეთეს. „წარწერები ჩემი სახლის კედელზე – ალბათ, არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული. პლაკატებიც […]
“შეწყვიტეთ კანონის განხილვა” – პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატები ოცნებას

საქართველოს პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების განცხადებიბთ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტმა დიდი საფრთხე შეუქმნა როგორც საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე დემოკრატიას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. “მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მოვლენებმა ცხადად დაგვანახა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მკაფიო […]
მოსამართლე მესხიშვილი: არა ინიციატივებს, რომელიც ხელს უშლის ევროინტეგრაციას – არა მუქარას

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე განცხადებით ეხმაურება. ის გმობს ბოლო დროინდელ ძალადობას, მუქარას, შანტაჟსა და დევნას. ასევე, მოსამართლე აცხადებს, რომ უარი უნდა ეთქვას ყველა პროექტს თუ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. “ის რაც პოლიტიკის მიღმაა: კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული […]
უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს

უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“, ადვოკატ შოთა თუთბერიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ იაშვილის დაკავებას არ დაესწრნენ ადვოკატები. ისინი უჩა აბაშიძესთან იმყოფებიან, რომელსაც რამდენიმე წუთში ბრალი უნდა წარუდგინონ. მარიამ იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება მას გამოძიება. ადვოკატები […]
MOSKAN-მა ლონდონში „ჯორჯიან ეარლაინსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო – BLACKLIST.AERO

„ჯორჯიან ეარლაინსი“ – ბიზნესი „ქურდული მენტალიტეტით“, – ამ სათაურით აქვეყნებს პლატფორმა BLACKLIST.AERO სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია MOSKAN AVIATION BROKERING LTD-მა ლონდონში „ჯორჯიან ეარლაინსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
„საპენსიო დანაზოგებმა შესაძლოა, საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს – ბევრი „ილესავს კბილებს“ ამ 5 მლრდ ლარზე“ – აკაკი ცომაია

„შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ამასთანავე, ცომაიამ ისაუბრა ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები კრედიტების სახით შესაძლოა, გაიცეს სხვადასხვა პროექტზე. მისი თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ 5 მილიარდი ლარის საპენსიო […]