AstraZeneca Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უკან გაიწვევს

ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ფირმა AstraZeneca, გლობალურად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უკან გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ბაზარზე ახალი ვაქნების გამოჩენამ, რომელიც Covid-ის სხვადასხვა სპეციფიკურ ვარიანტებზეა მორგებული, AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ Vaxzervria-ზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. „პანდემიის ბუმის შემდეგ, COVID-19-ის მრავალი ახალი ვარიანტი გაჩნდა, რომელთა წინააღმდეგაც განახლებული ვაქცინები შეიქმნა. ვაქცინების ჭარბი მიწოდების შედეგად, Vaxzervria-ზე, რომლის […]
ლატვიაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ, სკოლაში რუსული ენის შესწავლაზე უარი თქვან

ლატვიის სეიმმა 9 მაისს, საბოლოო მოსმენით, დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც უფლებას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, უარი თქვან რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლაზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2026/2027 სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში ეტაპობრივად გააუქმოს რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება. ლატვიის მთავრობის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოწონებული […]
„შემოდგომაზე EU გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს, დრო იწურება“ – ჰერჩინსკი

„ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა […]
თენგიზ შარმანაშვილი – ზოგიერთ ქვეყანაში ბაღში ასწავლიან, რომ გაიზრდები აირჩევ ბიჭი ხარ თუ გოგო – არ უნდა დავუშვათ, არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ, პროპაგანდა ჩაიკეტება, სამედიცინო მანიპულაციებიც აიკრძალება

რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ჩვენ არავის უფლებებში არ ჩავერევით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ ამ წარმოუდგენელი იდეოლოგიით. ამიტომ ეს პროპაგანდა ჩაიკეტება და მისი თანმხლები მოვლენებიც, სამედიცინო მანიპულაციები და ასე შემდეგ, აღმოფხვრილი და აკრძალული იქნება საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით […]
კახა კალაძე – ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ეს არ არის უბრალო სიტყვები. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი მნიშვნელოვანია; თავისი თვითშეგნებით, ღირებულებებით, საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ “ექსპო ჯორჯიაში”, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]
შალვა პაპუაშვილი – არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები

ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუ გინდა შეცვალო კონსტიტუცია, ანუ თუ პარლამენტი ფიქრობს, რომ რაღაც ძირითად პრინციპს უნდა შეეხოს, შეცვალოს, დაამატოს, ამოიღოს, მაშინ ვალდებული ხარ გახვიდე ხალხში, მოისმინო მათი აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საკითხის განხილვა. სწორედ ამ ფაზაში ვართ ჩვენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს […]
დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი

ოჯახის ინფორმაციით, დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი მარი იაშვილი. ოჯახის წევრებისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. ამბობენ, რომ ადვოკატები ახლა იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარი იაშვილი გადაიყვანეს. სამხედრო ბლოგერი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, […]
ირაკლი შატაკიშვილი – საზოგადოება იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ ქორწინების განმარტების დაკონკრეტება და კონსტიტუციური გარანტიის შექმნა გახდა საჭირო – მნიშვნელოვანია, შვილები ლგბტ პროპაგანდისგან და მსგავსი საკითხების რომანტიზებისგან დავიცვათ

საზოგადოების დაკვეთა და ხელისუფლების ფუნქცია და მიზანია, ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და სამართლებრივი სისტემა შექმნას, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა საფრთხისგან დაიცავს. მოხარული ვარ, რომ იმ კომისიის წევრი ვარ, რომელიც ზუსტად ასეთი საფრთხეებისგან დაიცავს ჩვენს შვილებს, საზოგადოებას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა რუსთავში, კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა. მისივე თმით, […]
“უკრაინა დამატებით ძალებს გადაისვრის ხარკოვის მიმართულებით” – რა განცხადებას ავრცელებს ზელენსკი

„მთავარია ხარკოვის ოლქი. რუსეთის ჯარებმა დღეს სცადეს უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციების გაფართოება. ჩვენ გვესმის ოკუპანტის ძალების მოცულობა და ვხედავთ მის ჩანაფიქრს. ჩვენი მეომრები, ჩვენი არტილერია, ჩვენი თვითმფრინავები პასუხს სცემენ ოკუპანტს. მადლობელი ვარ ყველა ჯარისკაცის, ყველა სერჟანტის, ყველა ოფიცრის, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ძალებს ვამატებთ ხარკოვის მიმართულებით. როგორც ჩვენი […]
დაკავებულია უჩა აბაშიძის ცოლი

სამართალდამცავებმა დააკავეს სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, მისი თქმით, მარიამ იაშვილი სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ სამსახურში დააკავეს და გადაიყვანეს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტში, აეროპორტის გზაზე. ადვოკატებისთვის, ამ დროისთვის, უცნობია, რას ედავება გამოძიება მარიამ იაშვილს. მარიამ იაშვილის ქმარი, უჩა აბაშიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. შსს-ს ოფიციალური განცხადებიდან ცნობილია, […]