ილიას უნივერსისტეტის სტუდენტები – ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას

ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას – არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხალიბეგ მაგამედოვმა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის საერთო სახელით განაცხადა. სტუდენტებმა ლექტორებს, რომლებსაც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, და აკადემიურ პერსონალს მოუწოდეს, რომ მათ შეუერთდნენ და გაფიცვა დაიწყონ. ამასთან, მათ შეერთებისკენ მოუწოდეს სხვა სახელმწიფო […]

“1000-1500 კაციანი ღონისძიებები გაუქმდა, დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს” – მიმდინარე მოვლენების გავლენა საქმიან ტურიზმზე

ტურიზმის ყველა სხვა სახეობისგან საქმიანი ტურიზმი განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა, რომელზეც შიდა თუ გარე დაძაბული მოვლენები თუ დესტაბილიზაცია მყისიერად ზემოქმედებს. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საქმე ეხება არა ინდივიდუალურ მოგზაურებს, არამედ კორპორაციებს, რომელთათვისაც ტურების დაგეგმვის დროს თანამშრომლობის უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, შერჩეულ მიმართულებაზე თუ მის ირგვლივ დანახული საფრთხის შემდეგ ისინი ამ ლოკაციებზე საქმიანი ვიზიტების […]

ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – Alte-ს სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – ინფორმაციას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს. “ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა – სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის […]

“მოგმართავთ მთავრობას უკან გაიწვიოთ კანონი” – ფსიქოლოგების განცხადება

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები რუსულ კანონსა და საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიონ რუსული კანონი. ამ დროისთვის, განცხადებას ხელს 437 ადამიანი აწერს. სია განახლებადია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და […]

არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! – ჯენზის ქურქიდან მიხეილ სააკაშვილმა ცხვირი გამოყო

არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! – ჯენზის ქურქიდან მიხეილ სააკაშვილმა ცხვირი გამოყო მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციებით აღფრთოვანებულია და მასში მონაწილე პირებს მოუწოდებს, არ გატყდნენ და ერთად გაიმარჯვონ. “გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში, ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ […]

ილიაუნის სტუდენტები: ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ილიაუნის სტუდენტების თქმით, ქვეყანაში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენები ფასს კარგავს ყველაფერი – მათ შორის, განათლებაც – შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ სასწავლო პროცესში ჩართვაზე, აცხადებენ დაუმორჩილებლობას და იწყებენ გაფიცვას. “დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. ხელისუფლების, […]

პაველ ჰერჩინსკი – იმედი მაქვს, ვენეციის კომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს მოსაზრებას – საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე, მაგრამ ელჩის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები, თუ მისი მიღება მოხდება

საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე. მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტის მიღება მოხდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისია მალე გამოაქვეყნებს დასკვნას […]

ბორჯომში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომში გამართა და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ანტონ ობოლაშვილმა. […]

ანტონ ობოლაშვილი – ჩვენი მომავალი – არასრულწლოვანები უნდა გაიზარდონ იმ ტრადიციულ წეს-ჩვევებზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას

ჩვენი მომავალი – არასრულწლოვანები უნდა გაიზარდონ იმ ტრადიციულ წეს-ჩვევებზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბორჯომში. როგორც ანტონ ობოლაშვილმა აღნიშნა, ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე მისგან, როგორც ერთი პარლამენტარის მხრიდან, აუცილებლად ექნება მხარდაჭერა, ვინაიდან […]

ირაკლი შატაკიშვილი – პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებაა, საზოგადოება ფარული საფრთხეებისგან დაიცვას

ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ისეთ საკითხებზე შეთანხმებულები, რომლებიც შეიძლება შავით თეთრზე დაწერას საერთოდ არ საჭიროებდეს, რადგან ისედაც ნათელია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ერთობაა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა ბორჯომში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის […]