ბელგოროდში მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში კვირას დილით ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო. ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სადარბაზო ჩამოინგრა „ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად“. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, არიან დაღუპულები. დაშავდა მინიმუმ 20 ადამიანი. ნანგრევებში შესაძლებელია იყვნენ ადამიანები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბელგოროდს ცეცხლი გაუხსნეს სარაკეტო კომპლექსი […]
პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი 18:00 საათზე ისაუბრებს. რა საკითხთან დაკავშირებით გაკეთება განცხადება უცნობია.
რას ედავება გამოძიება სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს?

უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ 9 მაისს დაკავებული სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე […]
ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 315-მდე გაიზარდა

ჩრდილოეთ ავღანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სოფლები გაანადგურა და, სულ მცირე, 315 ადამიანი იმსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს. ამასთან, წყალდიდობამ დააზიანა ათასობით სახლი, გაანადგურა პირუტყვი. „თალიბანის“ ეკონომიკის მინისტრმა, დინ მოჰამად ჰანიფმა გაერო-ს, ჰუმანიტარულ სააგენტოებს და კერძო ბიზნესს მოუწოდა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დახმარება […]
ილია II – ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც სათავე და წყაროა მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვაშია ნათქვამი. პატრიარქის მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც […]
ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის – ილია მეორე

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრევლისადმი მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ილია მეორემ […]
UG-ის სტუდენტები: ვწყვეტთ ლექციებზე სიარულს, ახლა ჩვენი ადგილი რუსთაველზეა

სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს საქართველოს უნივერსიტეტის სტუნტებიც უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში მისვლასა და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ. სტუდენტების თქმით, მათი ადგილი ახლა რუსთაველის გამზირზეა. “ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები აღშფოთებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. აღშფოთებულები ვართ ჩვენი რექტორის, კონსტანტინე თოფურიას მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციით. ჩვენს პროფესორზე, ბატონ გია ჯაფარიძეზე განხორციელებული თავდასხმით, სტუდენტების, ლექტორების, თანამშრომლების მიმართ მუქარის ზარებითა […]
“ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას…“ – ილიაუნის სტუდენტები

სტუდენტების გაფიცვისთვის ემზადებიან – ხვალიდან ისინი პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ და ლექციებს აღარ დაესწრებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, კავკასიის უნივერსიტეტის, ჯიპას, ალტეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც უერთდებიან. ცოტა ხნის წინ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთდა საგანგებო განცხადება. სტუდენტები ამბობენ, რომ ორშაბათიდან სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებენ და აქტიურად ჩაერთვებიან საპროტესტო მოძრაობებში. “გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]
“ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების მიერ წამოწყებულ პროტესტების სერიას” – GIPA-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, რაც სასწავლო პროცესის შეწყვეტას გულისხმობს, GIPA-ს სტუდენტების ნაწილიც უერთდება. “ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული მისიაა. GIPA-ს სტუდენტები ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების მიერ წამოწყებულ პროტესტების სერიას. ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ აუდიტორიაში ვერ ვისხდებით ლაღად და ვერ მივიღებთ ზუსტად იმ ღირებულებებს, რასაც ვიღებთ და რის გამოც ჩვენი მმართველი პარტია ესე სასტიკად გვისწორდება და გვსჯის. მიგვაჩნია […]
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები: უარს ვამბობთ აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე

საერთო ინიციატივას სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან. მათი თქმით, ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ. “იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ თანამოაზრეები გავერთიანდეთ. ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატურულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე […]