პარლამენტში ჩხუბი და დაპირისპირებაა

პარლამენტში ხმაურია. დაპირისპირება ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა. ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე მოქალაქეების დაშინებისა და ტერორის მცდელობებზე ისაუბრა. “მამუკა მდინარაძეს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ეს ლაჩრული ყოფილა და თურმე სახლში მივარდნა ვაჟკაცობაა. ქალებთან და შვილებთან ერთად მოქალაქეების ცემა ყოფილა ვაჟკაცობა. ეს ყოფილა მამული, ენა და სარწმუნოება […] სახლებში უვარდებით ხალხს, ვის თავში მოიხარშა ის… დიტო სამხარაძე, […]
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტს თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა აქციებს სხვადასხვა ქალაქში და მოითხოვენ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბა. მათ ერთობლივი განცხადება წაიკითხეს. „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის […]
პუტინმა თავის თანაშემწედ დანიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის თანაშემწედ დანიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც 12 მაისს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისი პოსტი კი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაიკავა. ნიკოლაი პატრუშევი ასევე ითვლება ვლადიმირ პუტინის უახლოეს თანამებრძოლად, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა 16 წლის განმავლობაში (2008-2024 წწ.) ეკავა, მანამდე კი – პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის […]
მიტროპოლიტმა ანტონმა მღვდელმსახურება შეუჩერა არქიმანდრიტ მაკარ აბესაძეს

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა არქიმანდრიტ მაკარ აბესაძეს ერთი თვით მღვდელმსახურება შეუჩერა. ადგილობრივი მედიისა და მრევლის ინფორმაციით, მიტროპოლიტ ანტონსა და არქიმანდრიტს შორის აზრთასხვადასხვაობაა როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, რუსულ კანონზე. მაკარ აბესაძე აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოების პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ, რასაც Facebook-ზე მისი პოსტებიც ადასტურებს. არქიმანდრიტ მაკარ აბესაძეს მისი მრევლის წევრები თანადგომას უცხადებენ. […]
ნიკოლაი პატრუშევი ვლადიმირ პუტინის მრჩეველის თანამდებობაზე გადაიყვანეს

ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოზიციაზე გადაიყვანეს. აქამდე პატრუშევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებდა. პოლიტიკოსმა თანამდებობა 12 მაისს დატოვა. პატრუშევის ადგილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაიკავა. შოიგუს ადგილი რუსეთის ახალ მთავრობაში ანდრეი ბელოუსოვმა დაიკავა. პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოკავშირე და მეგობარია, მისი უშიშროების საბჭოს […]
ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა

ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა. „განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ აქტივობის ზრდა ვნახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი სწორი მიმართულებით არ წარიმართა და ჩვენ ახლა თითქმის ჩიხში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, იმან რაც რაფაჰსთან დაკავშირებით მოხდა, უკან დაგვხია“, […]
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება

18 მაისამდე საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ […]
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა

24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში იყო ბრალდებული. რამდენიმე წუთის წინ, ყოფილ ჩინოვნიკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მეორე ბრალდებულს, რესტორნის დირექტორს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში იყო ბრალდებული 4 […]
აშშ ჩინურ ელექტრომობილებზე საბაჟო გადასახადს გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალ კვირას ემზადება ჩინეთიდან იმპორტირებულ სუფთა ენერგეტიკულ პროდუქტებზე ტარიფებისა და ელექტრომობილებზე გადასახადების დაახლოებით ოთხჯერ გაზრდისთვის. ამერიკული მედიის ცნობით, იმის ნიშნებმა, რომ ჩინეთი სუფთა ენერგიის პროდუქტების ექსპორტს ზრდის, ვაშინგტონში შეშფოთება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში ჩინეთიდან იმპორტირებულ სუფთა ენერგეტიკულ პროდუქტებზე საბაჟო გადასახადისა და ჩინური წარმოშობის ელექტრომობილებზე გადასახადის 4-ჯერ გაზრდას […]
დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს 7500 ლარის ფარგლებში შეუსყიდის. ჯამში, გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი […]