აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,57 ათასი ტონით ანუ 31,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის აპრილის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,68 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: […]

მიხაილ როთი: საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, ქართული ოცნების სათაო ოფისში შეგვხვდა

ცრუ კომპრომისზე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს კანონის ამოცანების გაფორმებას – ევსაქები

ევროპული საქართველოს პოზიციით, “ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად “არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს”. “საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, ჩვენი მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს. მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები. რუსული […]

“ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავს” – კობახიძის განცხადება

“ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავს” – კობახიძის განცხადება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. კობახიძის განმარტებით, შანტაჟის ქვეშ […]

გიგა ბოკერია რუსულ კანონზე „ევროპული საქართველოს“ პოზიციას აქვეყნებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს და რუსულ კანონზე მისი პარტიის პოზიციას განმარტავს. ბოკერიას თქმით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად „არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, საქართველოს მოკავშირეებისა და ოპოზიციური […]

რუსეთში საწვავის გადამზიდ სარკინიგზო შემადგენლობას დრონი მოხვდა

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში საწვავის გადამზიდ სარკინიგზო შემადგენლობას დრონი მოხვდა. შედეგად, სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „Baza“ იტყობინება. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავზი აფეთქდა და ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები. ინციდენტი ღამის პირველ საათზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. საგანგებო სამსახურების ცნობით, რელსებიდან სულ 9 […]

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე“ – მიხაილ როთი

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე“, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, ქართული ოცნების […]

„თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას“ – შარლ მიშელი საქართველოს მთავრობაზე

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში, მაგრამ თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში გამართულ დემოკრატიის სამიტზე განაცხადა. შარლ მიშელის ამბობს, რომ ის „იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება“. „რატომ? რადგან რამდენიმე წლის წინ მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა როლი, დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში. ასევე […]

„არ მიმიწვიეს შეხვედრაზე, სხვათა შორის, გამიკვირდა“ – ჭყონია ო’ბრაინის ბიზნესთან შეხვედრაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში არსებულ ბიზნესებს ხვდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. „არ მიმიწვიეს შეხვედრაზე, სხვათა შორის, გამიკვირდა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ. ცნობისთვის, ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ო’ბრაიენი ბიზნესებს […]

“CU-ში ათ წელზე მეტია, ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება” – ნიკო ნერგაძე

ლექტორი, ჟურნალისტი და ბლოგერი, ნიკო ნერგაძე, Facebook-ის საშუალებით იტყობინება, რომ იგი მომდევნო სემესტრიდან “კავკასიის უნივერსიტეტში” აღარ ასწავლის. ნერგაძის თქმით, მისი გადაწყვეტილება უკავშირდება უნივერსიტეტის ბოლოდროინდელ პოზიციას. “კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება. ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, […]