კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მამუკა ანდღულაძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მამუკა ანდღულაძე ტოვებს კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი მამუკა ანდღულაძე ტოვებს. მისი თქმით, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, მისთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. “ლექციების კითხვა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლექციებზე შესვლა, სტუდენტებთან ახალი თემების განხილვა, დისკუსია და კამათი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა, მაშინ, […]

„თქვენ გენაცვალეთ შვილებო! ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, რომ თქვენ, ღირსეულმა ქართველებმა, მაშასადამე ევროპელებმა, დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში!“ – ბუკა პეტრიაშვილი

„თქვენ გენაცვალეთ შვილებო! ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, რომ თქვენ, ღირსეულმა ქართველებმა, მაშასადამე ევროპელებმა, დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში!“ – ბუკა პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალი თაობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ახალგაზრდების ვიდეოკოლაჟს შემდეგი აღწერით აზიარებს: „უმაგრესი თაობა მოდის! მოსულია უკვე! თქვენ გენაცვალეთ შვილებო! […]

კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. “მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და […]

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აფრთხილებს გაფიცულ სასწავლებლებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აფრთხილებს იმ უნივერსიტეტებს, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვის გამო. ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ააიპ, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას. „ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, […]

ო’ბრაიენს არც უხსენებია კანონის უკან გაწვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკული მხარე დარწმუნდა – საქართველო შედგა როგორც სუვერენული ქვეყანა

ო’ბრაიენს არც უხსენებია კანონის უკან გაწვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკული მხარე დარწმუნდა – საქართველო შედგა როგორც სუვერენული ქვეყანა „პარტნიორული ურთიერთობები ჩვენ გვინდა, ოღონდ სუვერენული საქართველოს სტატუსით,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯო ო’ბრაიენის განცხადებებს. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ო’ბრაიენის გზავნილში იყო ისიც, […]

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის ოლქში ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხიეს. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, დღეს, 15 მაისს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა გენერალური შტაბის სპიკერმა დმიტრო ლიხოვოიმ. მისი ინფორმაციით, ლუკიანცევის და ვოლჩანსკის რაიონების ცალკეულ მონაკვეთებზე რუსეთის ჯარების ინტენსიური საცეცხლე და მოიერიშე ქმედებების გამო, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებისა და დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მანევრი […]

ბრძოლა მწვავდება ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთში

ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ღამის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამწვავდა შეტაკებები ისრაელსა და ჰამასს, ისევე როგორც სხვა პალესტინურ დანაყოფებს შორის. ისრაელის ტანკები შევიდნენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში და არეალებში ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ჯაბალიაში, სადაც მათ მძლავრი წინააღმდეგობა შეხვდათ. აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ჰამასის მოკავშირე ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის შეიარაღებული ნაწილი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დახოცეს და დაჭრეს ისრაელის […]

ეს კანონპროექტი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის – ესტონეთის საგარეო მინისტრი

თბილისში ვიზიტით მყოფი მარგუს ცაჰნკა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ არის „სიმბოლო“ – „სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა თუ ევროკავშირს შორის“ და იგი „აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან“. 15 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ისლანდიელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ცაჰნკამ განაცხადა: „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა. […]

თინა ბოკუჩავა – საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული სწორედ თბილისშია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ევროპული მომავლის დასაცავად

დღეს საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროპელები ამბობენ, რომ ევროპის გული არის სწორედ თბილისში, ევროპის დედაქალაქი არის სწორედ თბილისი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. […]

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1254 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 77 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 334 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით […]