თინა ბოკუჩავა – ჯიმ ო’ბრაიენმა ღიად თქვა, რომ აშშ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს გამოიყენებს, რომელიც დეპუტატებს და იმ მოძალადეებს შეეხება, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმიან ახალგაზრდებს

ჯიმ ო’ბრაიენმა არა მხოლოდ მიანიშნა, არამედ ღიად თქვა, რომ თუ გაგრძელდება ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს გამოიყენებს, რომელიც დეპუტატებს და იმ მოძალადეებს შეეხება, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმიან ახალგაზრდებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა. ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორს […]

გაიწვიეთ კანონი – ვარჰეი და ბორელი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეპ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი. „ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახების დაშინება, […]

განათლების ხარისხის ცენტრი უნივერსიტეტებს გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე აფრთხილებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, უნივერსიტეტებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს შეახსენებს, რომ მათი ვალდებულებაა სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგების მიღწევა. იმ შემთხვევაში, თუკი ეს ვალდებულებები არ შესრულდება, ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში პრობლემების […]

პუტინი 16-17 მაისს ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 16-17 მაისს ეწვევა ჩინეთს – იუწყება კრემლის ვებსაიტი. პუტინი გამართავს მოლაპარაკებას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. მარტში პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ, ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ. პუტინი – რომლის სახელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული – უცხოეთში იშვიათად ჩადის მას შემდეგ, რაც რუსეთის […]

„უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია – ნატო

ნატოს პრესსპიკერის, ფარა დახლალას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების შესახებ, არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც ვკითხულობთ მოწოდებას საქართველოსადმი, “შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”. „აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო […]

რუსეთის მტკიცებით, ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვამ ათი ATACMS-ის ტიპის რაკეტა ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვამ ATACMS-ის ტიპის ათი ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ამასთან, ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, რომ რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლზე უკრაინის სარაკეტო იერიში მოიგერიეს, ასევე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ბელბეკის აეროდრომის რაიონში. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია რაკეტები, ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის, […]

ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას

“ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, მათი ბოიკოტი პარლამენტის მუშაობას ვერაფერს დააკლებს. „ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას. ესაა მათი ორმაგი სახე, როდესაც საქმეს არ აკეთებენ, ხალხს არ ემსახურებიან, […]

შალვა პაპუაშვილი – სერიოზული ხალხი ისეთ იარლიყებს, როგორიც „რუსული კანონია“, არ იყენებს! ვინც იყენებს, არასერიოზული ხალხია – იარლიყებით მსჯელობა ზუსტადაც, რომ არაევროპული და არადასავლური მიდგომაა

სერიოზული ხალხი ისეთ იარლიყებს, როგორიც „რუსული კანონია“, არ იყენებს. ვინც იყენებს, ჩავთვალოთ, რომ არასერიოზული ხალხია. იარლიყებით მსჯელობა ზუსტადაც, რომ არაევროპულია და არადასავლური მიდგომაა საკითხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს […]

გიორგი ვაშაძე – ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს საქართველოს დღის წესრიგში, იმიტომ, რომ ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას

ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს საქართველოს დღის წესრიგში, იმიტომ, რომ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი] პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან ბოიკოტის რეჟიმზე საუბრისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, სადაც „რუსული კანონის“ თემა იქნება, იქ თავიანთ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებენ. […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის – „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა“, ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ედიშერ ჯაფარიძის, მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიის […]