„თბილისი ძალიან დაემსგავსება ახლოაღმოსავლურ ქალაქს, უფრო და უფრო დაშორდება ევროპულ ტრადიციას თავისი ფორმით“ – ქალაქმგეგმარებელი

„თბილისი ძალიან დაემსგავსება ახლოაღმოსავლურ ქალაქს, უფრო და უფრო დაშორდება ევროპულ ტრადიციას თავისი ფორმით. იქნება გადაჭედილი, ტრანსპორტი ვერ გაუძლებს, სანიაღვრე და ფეკალური კანალიზაციის სისტემები ვერ გაუძლებს, გაუარესდება ყველა თვალსაზრისით“, -ამის შესახებ ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ მაღალსართულიანი კორპუსებისა და ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ნაგებობების ინტენსივობით, თბილისი სულ უფრო შორდება ევროპულ ქალაქს როგორც მმართველობით, ისე […]

ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა, Bloomberg-ზე უფასურდება ლარიც

“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. დღეის მდგომარეობით საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის: Bank of Georgia Group-ის, Georgia Capital-ისა და TBC Bank Group-ის აქციები ივაჭრება. ლონდონის ბირჟაზე დღე Bank of Georgia Group-ის აქციების 14,05%-იანი კლებით დაიწყო და თბილისის დროით 15:15 საათისთვის ერთი აქციის ფასი 17,37%-მდე შემცირდა და 39 ფუნტი სტერლინგი […]

გაიცანით წარმატებული მომღერალი, ქართველი ებრაელი თამარ რონი – Marao

ქართველი ებრაელი თამარ რონი ისრაელში ცნობილი მომღერალია. თამარის სასცენო სახელია ჟეან Gერ. ჯინჯი ივრითზე წითურს ნიშნავს. ასე ეძახიან მეგობრები მოფერებით და თვითონაც სასცენო სახელად აირჩია. ცოტა ხნის წინ მისი კიდევ ერთი სიმღერა გამოვიდა, თამარის ტექსტით, მუსიკით, არანჟირებით, თავადვე უკრავს. კლიპი გადაღებულია კირიათ-ტივონში, ყაყაჩოების გამოფენაზე, რომელიც 7 ოქტომბრის ტრაგედიას მიეძღვნა, იმ 1600 ისრაელელის ხსოვნას, რომლებსაც სასტიკად […]

„ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“ – დავით ქაცარავას კომენტარი

„ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“ – დავით ქაცარავას კომენტარი 14 მაისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელს, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია: „პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის ქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა

ივანიშვილის ქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა განმარტეს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოითხოვს 15 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას და არა კონსენსუსს. „ივანიშვილის მოქმედებების გამო, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს. „ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. მხოლოდ უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ეკონომიკის სამინისტროში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა განიხილეს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი […]

თუკი წარმოდგენილი არ იქნება არგუმენტები, ვეტოს დავძლევთ — მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დასკვნას თავის მოტივირებულ შენიშვნებში გაითვალისწინებს, მმართველი გუნდი მზადაა, პოზიციების შესაჯერებლად. მიქანაძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში კანონის საწინააღმდეგოდ „ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი არ გაჟღერებულა“. „თუკი არ იქნება წარმოდგენილი არაფერი, ჩვეულებრივად ვეტოს დავძლევთ. თუმცა პროცედურულად, კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო წარმოადგინოს არგუმენტაციის […]

„გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები“ – ქაცარავას მეუღლის განცხადება

„გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები“ – ქაცარავას მეუღლის განცხადება 14 მაისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელს, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია: „პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. […]

შალვა პაპუაშვილი – ორი თვე იყო გაშვებული შანსი, ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ დისკუსიაში შემოსულიყვნენ – ვეტო კიდევ ერთი შანსია შინაარსობრივი მსჯელობისთვის

უკვე ორი თვეა, ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტს. ეს ორი თვე იყო გაშვებული შანსი როგორც ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, ისე დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თმით, ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი, რომ „თუ ვინმეს შეუძლია და აქვს არგუმენტი შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში“. „სამწუხაროდ, ზოგიერთმა […]