არმაზ ახვლედიანი – თუ ვეტო დაძლეული იქნება, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მტკიცე ერთობას იხილავს – ვფიქრობ, დღის წესრიგში დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი

მათ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ იმ მავნებლობის შესახებ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის ჩაიფიქრა და თუ კანონი საბოლოოდ გაფორმდება, „ოცნება“ უნდა ელოდოს სანქციებს და უფრო მეტსაც, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის […]
გიორგი ვაშაძე – ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს – ისინი ამბობენ, რომ დიახ, მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იქნება

ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს – ისინი ამბობენ, რომ დიახ, კონკრეტული ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი კოლეგები ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ „ყველა ეს დეზინფორმაციული კამპანია, […]
ბელგიის საგარეო საქმეთა მინიტრი – ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, – ასე ეხმაურება ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ ინიციატივას გადახედოს და ევროკავშირის მიმართ თავისი ვალდებულებები შეინარჩუნოს. “ჩვენ მხარს ვუჭერთ […]
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაია ბრაჟე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში ამხელს – ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილისა და “ოცნების” ურთიერთობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გაჟღერებულა. “ჩვენ არ გვითქვამს, რომ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” მართალია სააკაშვილთან დაკავშირებით” – დასძენს ბრაჟე და ფაქტს სიცრუეს უწოდებს. ევროპელი პოლიტიკოსი ღიად აცხადებს, რომ […]
„ვეტო არ სჭირდება ქართულ ოცნებას, მას შეუძლია გააუქმოს ეს კანონი ერთი მოსმენით, ასე რომ, ტყუილებს ნუ ილაპარაკებენ” – ნიკა გვარამია

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ: „განწყობა მკაფიოა, რომ ეს კანონი ნიშნავს, ასევე ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელი გამოსვლა ნიშნავს, საქართველოს გადახვევას ევროპული და დასავლური გზისგან. ეს არის მკაფიოა და მკაფიოა ის, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას ვიდრე ეს კანონი არსებობს და არა მხოლოდ ეს კანონი, […]
„ჰოდა, თუ კიდევ იმ ხალხს ენდობი, რომ თურმე აგენტების გამოსავლენად იღწვის, ან ძალიან მიამიტი ხარ, ან შეგნებული მავნებელი!“ – ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს: „ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციები 15%, ხოლო თიბისის აქციები 12% დაეცა. სამწუხაროდ ეს ჯერ დასაწყისია… ვინც ვერ ერკვევით, ახლა ბანკების ჯინაზე ნუ გაგიხარდებათ ეს ინფორმაცია. თითოეული მოქალაქის ჯიბეს შეეხება ეს, ეგ ბანკები მაგ ფულს ისევ თქვენგან ამოიღებენ. ქვეყანას რომელსაც წარმოება არ გააჩნია, სამყოფი კიტრი და პომიდორი […]
ზურაბიშვილს მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე დასწრებისთვის მადლობა გადავუხადე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა, რადგან ზურაბიშვილმა შვეიცარიაში დაგეგმილ “მშვიდობის სამიტში” თავისი მონაწილეობა დაადასტურა. “ვისაუბრე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საინაუგურაციო მშვიდობის სამიტზე მისი დასწრების დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენს საერთო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მხოლოდ უკრაინაში სამართლიან და მტკიცე მშვიდობას შეუძლია”. – წერს ზელენსკი X-ზე. მანამდე, ზურაბიშვილმა სოციალურ […]
კომპანიების აქციების ვარდნასთან ერთად, ლარმაც დაიწყო გაუფასურება… სახიფათო სპირალში შევდივართ – კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნას ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკავშირებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება და თუ ვითარება არ დასტაბილურდება, ნეგატიური გავლენა არა მხოლოდ ლონდონში დალისტულ კომპანიებს, არამედ ყველას შეეხება. „ბოლო 6 თვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე იზრდებოდა ქართული კომპანიების ფასი და […]
ჩაერთე “კოკა-კოლას” გათამაშებაში და მიიღე შანსი, უგულშემატკივრო საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან

თუ მაღაზიის დახლებზე “კოკა-კოლას” 0,5 L-იანი, მწვანე თავსახურიანი ბოთლი უკვე შეამჩნიეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ Coca-Cola Bottlers Georgia გაძლევთ შანსს, მოიგოთ საგზური ევროპის ჩემპიონატზე და უგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში, პირდაპირ ტრიბუნებიდან. ამისათვის მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. · შეიძინე კოკა-კოლა კლასიკის ან კოკა-კოლა ზეროს 0,5L ბოთლი მწვანე თავსახურით · დაასკანერე ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი · […]
ილია დარჩიაშვილი იან ბორჯს შეხვდა

2024 წლის 15 მაისს, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის […]