“არც ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ, რომ გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს, დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას” – კალაძის განცხადება

“არც ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ, რომ გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს, დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას” – კალაძის განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გამჭვირვალობის კანონის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. „როგორ შეიძლება, ჩვენ გვინდოდეს რუსეთი, როგორ შეიძლება, მე მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი. როგორ შეიძლება, მინდოდეს […]
რა სარგებელს მოუტანს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა საფრანგეთს? – ეკონომისტების კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა

26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიადა დაიწყება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეკონომისტების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მათი დასკვნის მიხედვით, პარიზის ოლიმპიური თამაშები ქვეყანას 6.7 მილიარდიდან 11.1 მილიარდ ევრომდე წმინდა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. აღნიშნული ანგარიში სპორტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრმა CDES-მა გამოაქვეყნა, რომელიც ლიმოჟის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და სპორტული მიმართულებით სხვადასხვა კვლევას დიდი ხანია აწარმოებს. ოლიმპიური თამაშების […]
ისრაელის სამხედროებმა შეცდომით ხუთი თანამებრძოლი მოკლეს

ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჯარისკაცებმა შეცდომით მოკლეს ხუთი თანამებრძოლი. სამხედროების თანახმად, კიდევ სამი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა. მედიის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ჭურვები დაუშინეს შენობას ჯაბალიაში, ლტოლვილთა დასახლებაში – ამ შენობაში მყოფი ისრაელელი ჯარისკაცები მათ შეიარაღებულ პალესტინელებად მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს. ოქტომბრის ბოლოდან სახმელეთო იერიშის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში სულ […]
„C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს“ – მიხეილ სარჯველაძე

„C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს“ – მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები […]
მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს – ევროპარლამენტარები

„ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება“, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და სვენ მიქსერი ავრცელებენ. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას […]
რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული – 120 ორგანიზაციის განცხადება

120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსული კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია, ამიტომ, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს. “14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს […]
გმირთა მოედანზე სტუდენტების აქცია დასრულდა

გმირთა მოედანზე სტუდენტების აქცია „არა რუსულ კანონს“ დასრულდა. ახალგაზრდებმა დღესაც გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი. ისინი თავდაპირველად ალექსიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ტექნიკურ უნივერსიტეტთან, იქიდან კი გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. სტუდენტების თქმით, აქციას 18 მაისიდან განაახლებენ. “18 მაისიდან, დღის პირველი ნახევრიდან, ყოველდღიური სახე მიეცემა ჩვენ გამოსვლებს და აქციებს. ვიწვევთ ყველა მსურველს. ზუსტ დროს და […]
ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს. მათი ინფორმაციით, პროექტს „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ ფოთის მერიასთან ერთად ახორციელებს. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და […]
შსს სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვას გეგმავს – გამოცხადდა ტენდერი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შსს 2 ავტობუსის და 11 მიკროავტობუსის შეძენას აპირებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამარტივებული შესყიდვით, განსაკუთრებულ დავალებათა და პოლიციის დეპარტამენტისთვის 13 ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვა აქვს დაგეგმილი. უწყება ამტკიცებს, რომ ამის “გადაუდებელი აუცილებლობაა”. დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმება 31 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს. […]
“კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიონ” – 120 ორგანიზაციის განცხადება

120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. “საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი […]