ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე – მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ

მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. „ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს უქმე დღედ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, […]

პრემიერი – ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და საუბარი შეეხო თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე. „დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება […]

“იმედია, ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ” – კობახიძე მინისტრების აქციაზე გასვლაზე

“ეს არის არასერიოზული”, – ასე აფასებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძემ 15 მაისის აქციაზე 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს განაცხადა. “სამწუხარო ისაა, რომ როდესაც ევროკავშირის კონკრეტული წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს […]

პრემიერი – როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე აკეთებს კონკრეტული ქვეყნის მინისტრი ამ განცხადებას, ეს შემაშფოთებელია

როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მოუსმენს ევროკავშირი ქართველ ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უგულებელვყოფთ ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ? – ლიეტუვაში ვბრუნდები წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებულ იქნას

მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უგულებელვყოფთ ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ის საქართველოში ვიზიტის და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავტოკრატიის არჩევით, საქართველო განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს, ხოლო ორ სკამზე ჯდომა არ შეიძლება – არ […]

ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლაზე – ეს არასერიოზულია – მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც, იმედი მაქვს, მომავალში ასეთ აქტებს აღარ ვიხილავთ

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე. „ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ […]

პრემიერი – პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის – თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე – ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა. პრემიერის თქმით, თუ წარმოდგენილი იქნება სამართლებრივი შენიშვნები, ყველა თემაზე გაიმართება დისკუსია. „შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს […]

რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

არა რუსულ კანონს! – რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და ახლა აქციის მთავარი ლოკაცია სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთანაა. ერთ თვეზე მეტია ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, თუმცა ყოველდღე დედაქალაქის მთავარი გამზირი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებით არის სავსე. პროტესტი საზოგადოებისთვის სამოქალაქო ვალდებულად იქცა. იკრიბებიან ყოველ საღამოს და ამით ახსენებენ […]

კობახიძე ერდოღანს: თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერმინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვსტუმრობდე ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ […]

გარდაბანში ძმამ და მოკლა

გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო , რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობ. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.