ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ქარავან არტ ფორუმს” მასპინძლობს

ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ქარავან არტ ფორუმს” მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა რესტავრატორ- კონსერვატორთა კონფერენცია, სემინარი და ვორკშოპი. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ. რესტავრატორების მიერ მოწყობილ კონფერენციასა და სამუშაო პროცესებს, სემინარსა და ვორკშოპს ხელმძღვანელობს მუზეუმის […]

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმეში მონაწილე პირებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმესთან კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელშიც აღნიშნულია სანქციებს ექვემდებარებიან კომპანია Rafort-ის მფლობელი, რაფაელ გაზარიანი და „ტექნოლოგიების“ მფლობელი ალექსეი ბუდნევი. ცალკე სანქციების სიაში აღმოჩნდნენ მათი კუთვნილი კომპანიები და ასევე კომპანია „ტრანს-კაპიტალი“, […]

მიშელთან ვთქვი, რომ მზად ვართ კონსულტაციებისთვის – კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ორჯერ ესაუბრა და ორივეჯერ დაუდასტურა, რომ მზადაა კონსულტაციებისთვის ე.წ. აგენტების კანონზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა. კობახიძის თქმით, თუ იქნება წარდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, იქნება დისკუსია ყველა თემაზე. “მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ […]

„ბევრი შეცდომა დაუშვია „ოცნებას“ ამ 12 წელიწადში, მაგრამ ასეთი და ამასთან მიახლოებულიც კი, არასოდეს“- ქობულია

„ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ გამჭვირვალობის კანონია. BMGtv-ის გადაცემაში “წერტილი” ქობულია ამბობს, რომ ეს სწორ ადგილზე ფეხის დაცდენას ჰგავს. „მე რომ ვიყო მინისტრი და გუნდის წევრი, რა თქმა უნდა შევეცდებოდი გადამერწმუნებინა და ამეხსნა, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა. ამაზე ღიად ვილაპარაკებდი. “ქართულ ოცნებას” ბევრი შეცდომა […]

„თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის“ – კობახიძე ერდოღანს

თურქეთშუ ოფიციალურაი ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა დიდი პატივია ოფიციალურ რანგში სტუმრობდეს ქვეყანას, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერმინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რა თქმა […]

„პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის“ – კობახიძე

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე – ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა. პრემიერის თქმით, თუ წარმოდგენილი იქნება სამართლებრივი შენიშვნები, ყველა თემაზე გაიმართება დისკუსია. „შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს […]

პუტინი და სი ახალ ეპოქას აცხადებენ და შეერთებულ შტატებს გმობენ

ხუთშაბათს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების ორი ყველაზე მძლავრი მეტოქის პარტნიორობის „ახალი ეპოქის“ პირობა დადეს. შეერთებული შტატები მათ წარმოადგინეს, როგორც ცივი ომის ჰეგემონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავდა. სი პუტინს პეკინში, დიდი სახალხო სასახლის წინ წითელ ხალიჩაზე დახვდა, სადაც მათ სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცები მიესალმნენ, ტიანანმენის მოედანზე 21 […]

ერდოღანი: საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება

ძვირფასო პრემიერმინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია რომ, ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება. თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 16 მაისს, თურქეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტის პრესკონფერენციის ფარგლებში.

პრემიერი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” იბრძვის, არიოს ქვეყანა, გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა – თუ მას გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის

კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიოს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი და გამოაცხადებენ თუ არა მას ლიდერად, […]

მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „მწვანე ცის” დირექტორატის დირექტორს, ავიაციის მდგრადი განვითარების ერთეულის უფროსს მარლინ ბასტინისა და ამავე ორგანიზაციის ავიაციის დაზვერვის ერთეულის უფროსს დენის ჰუვეტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა EUROCONTROL – სთან. აღინიშნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, […]