ჩინეთის ელჩი ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები გახშირებას ელის

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი მიიჩნევს, რომ თვის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2 ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი […]
ჩემი ვეტო სიმბოლური იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით – პრეზიდენტი

„ჩემი ვეტო სიმბოლური იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი სიტუაციის შეცვლა არჩევნებზე ხალხს შეუძლია. „ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ […]
გადადგა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, რომელიც თავის დროზე რუსეთს ებრძოდა

15 მაისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა, რომელსაც ეს პოსტი თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ეკავა. ამ ფაქტის კომენტირებისას, რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ დაუდოვმა გადაწყვიტა “საკუთარი თავი სხვა სფეროებში მოსინჯოს.” მას არ დაუზუსტებია, რომელია ეს სფეროები. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ჩეჩნეთის პარლამენტის აწ უკვე ყოფილი სპიკერი შესაძლოა, სამუშაოდ ფედერალურ სამართალდამცავ უწყებაში […]
26 მაისის ღონისძიება საზღვარგარეთ დიპლომატიურ უწყებებში შესაძლოა გაუქმდეს – მედია

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, შესაძლოა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სპეციალური ღონიძიებით არ აღნიშნონ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მოიპოვეს წერილები, რომელსაც საელჩოებიდან ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სწერენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მიღებები ჩვენ წარმომადგენლობებში, სავარაუდოდ, არ გაიმართება. მედიის ცნობით, მათ წყარომ მიაწოდა ორი წერილი – საქართველოს გენერალური საკონსულოსი სანფრანცისკოში […]
ვინ არის სოლოვიოვთან საქართველოს მთავრობიდან პირდაპირ კავშირზე?

ვინ არიან ვლადიმერ სოლოვიოვთან პირდაპირ კავშირზე – პრემიერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “პირველების” კითხვებს არ პასუხობს. ცნობისთვის, რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე”, გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა ეთერში განაცხადა, რომ პირდაპირ კავშირიზეა ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან და თბილისიდან მას, როგორც პუტინის იდეოლოგს წინასწარ უყვებიან საქართველოს მთავრობის გეგმებზე. ამბობს, რომ ოცნების დეპუტატები კრემლს […]
ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება – რა განცხადებას აკეთებს ჩინეთის ელჩი?

საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება. „ბევრი ჩინური კომპანია არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციებით. ვგეგმავთ მანქანების ბაზრობის მოწყობას საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური […]
მეუფე შიო – დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის

დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის […]
სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მიუღებელია, მოდიფიცირებას არ ექვემდებარება – გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის […]
ოჯახის სიწმინდის დღეს გორშიც აღნიშნავენ

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში შიდა ქართლიდან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს აღავლენს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის […]
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღევლინება. პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. პარაკლისს ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. პარაკლისის შემდეგ ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. ცნობისთვის, […]