ორბანი: ფიცოს მკვლელობის მცდელობით ყველა შეძრწუნებულია, მართლა აქამდე მივიდა ევროპა?

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მისი სლოვაკი კოლეგა, რობერტ ფიცო კვლავ სიცოცხლესა და სიკვდილს შორისაა. “ყველას გული სწყდება ფიცოს მკვლელობის მცდელობის გამო, ყველა შეძრწუნებულია, შოკირებულია, ხალხი ამბობს, მათ შორის მეც, მართლა აქამდე მივიდა ევროპა?”. – თქვა ორბანმა. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ არ ძალადობა ევროპაში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ეს დიდი პრობლემაა. “არ ვფიქრობ, რომ […]

დღეს ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით აქცია გაიმართება

დღეს, 17 მაისს, 17:30 საათზე ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია ქართული დიასპორული ორგანიზაცია Promote Georgia. აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ საჯარო მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის სახელზე. მიმართვის მოთხოვნები იქნება: · დაუწესდეს პირადი ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვა საქართველოს არაფორმალურ მმართველ, […]

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი – როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა

პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის, გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, როცა ის სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა. პროკურორის თქმით, ოკმელაშვილი დანაშაულის ჩადენის ადგილას ერთადერთი პირი იყო, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა. „ის 13 მაისს, პოლიციელს თავს დაესხა, სახის მიდამოებში იდაყვი ჩაარტყა, ამის ამსახველი კადრები საქმეში მტკიცებულების სახით არსებობს. ბრალდებულების იდენტურობა და […]

თინა ბოკუჩავა – საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ „რუსულ კანონთან“ ერთად, რუსული ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ

საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ „რუსულ კანონთან“ ერთად, რუსული ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მან კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვივის განცხადება შეაფასა, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ესაუბრა. თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მთავრობის გზავნილები ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს. „მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ივანიშვილის […]

მოსაყდრე: გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ჩვენი სულიერი შვილები

გულისტკივილით ვადევნებდით თვალს დაპირისპირებას და დაძაბულობას, რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება, ჩვენი პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღებას, ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ განსაკუთრებით გული გვტკივა

შაჰინი: საქართველოში არსებულ ვითარებას მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები უსწრებდა წინ

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა Politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად აშშ-ს კონგრესის უმოქმედობის ბრალი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა, რუსული კანონის მიღებით, რუსეთს დაუახლოვდა. “საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები – ასევე რუსეთთან წინააღმდეგ ომში უკრაინის დასახმარებლად მისი თავშეკავება – წინ უსწრებდა [კონგრესში უკრაინისთვის] ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დახმარების დაგვიანებულ მიღებას”. – განუცხადა შაჰინმა Politico-ს. მანამდე, პოლიტოლოგი […]

“მთავრობის წევრებო, დღეს ეკლესიაში გაჯგიმულები რომ ცრუ – ლოცვას დაიწყებთ, ისემც თქვენ რა გითხარით რამდენი არც ღმერთის გწამთ, არც ეკლესიის და არც ქრისტიანობის” – სანდრო ბრეგაძე

“მთავრობის წევრებო, დღეს ეკლესიაში გაჯგიმულები რომ ცრუ – ლოცვას დაიწყებთ, ისემც თქვენ რა გითხარით რამდენი არც ღმერთის გწამთ, არც ეკლესიის და არც ქრისტიანობის” – სანდრო ბრეგაძე — ფარისევლობის აპოგეა — არ გაგიკვირდეთ ამათი ფარისევლობა – სამწუხაროდ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეკლესიის საკურთხეველთან , საპატიო ადგილას მდგარა ჯაბა იოსელიანი , კიტოვანი , სიგუა , შევარდნაძე , ახალაიები […]

“ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა! ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს”– ჩერგოლეიშვილი

“ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა! ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს”– ჩერგოლეიშვილი “სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ.” – ეს არის ვახტანგ გორგასლის ანდერძი! ის თვითნაბადი ენერგია, რაც საქართველოს ქუჩებში ამოიფრქვა, იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ევროკავშირში შესვლის სურვილი. საქმე ისაა, რომ პროტესტის ყველაზე აქტიური […]

ერთი ადამიანი იმსხვერპლა ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჩამოწოლილმა მეწყერმა

16 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მეწყერმა იმსხვერპლა 53 წლის კაცის სიცოცხლე. გარდაცვლილი ამავე მუნიციპალიეტეტის სოფელ ხეცუბანში ცხოვრობდა. კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მეწყერი მოულოდნელად ჩამოწვა სოფელში. ზურაბ ლაზიშვილი აღნიშნავს, რომ სტიქია მაშინ განვითარდა, როცა იქ სანიაღვრე სამუშაოებს აწარმოებდნენ. “ფერდი მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა. დიდი მასა […]

სულ მცირე 53,5 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში – ახალი დამოუკიდებელი ანგარიში

უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 53 586 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია “ბიბისის” რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ახალ ანგარიშში, რომელიც მოხალისეების მხარდაჭერით შეიქმნა. აპრილში გამოქვეყნებული ანალოგიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის დანაკარგი 51 ათასს შეადგენდა. ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად საჯარო წყაროების საშუალებით აღნუსხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს – მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებებისა და […]