გიორგი კახიანი – პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია, მეტი დაძაბულობის შემოტანა და ჩიხური მდგომარეობის შექმნა – ვნახოთ, რას იტყვის ვენეციის კომისია, მზად ვართ, სამართლებრივ არგუმენტებზე ვიმსჯელოთ

პრეზიდენტის კონსტრუქციულობაზე მე იმედი არ მაქვს და ამ თვალსაზრისით მისგან რაიმე პოზიტიურს არ ველოდები. რასაც აქამდე ვხედავ, პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის არის მდგომარეობის რადიკალიზაცია, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანა და ჩიხური მდგომარეობის შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია […]
საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება – ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, გარკვეული დროის შემდეგ ჩატარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება“. როგორც უწყება „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში განმარტავს, კონკრეტული მედიის მიერ ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და „აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ“. „ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, ერთიანი სამთავრობო კონცეფციის […]
ნინო ლაცაბიძე – ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ღირებულებებს ეხება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე რუსთავში საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, რუსთავის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ოჯახთან ერთად, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებმა, ჩოხოსნებმა, სასულიერო პირებმა, რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლმა, […]
18 მაისს ბერლინში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

18 მაისს, ბერლინში, Besselpark-ში, 15:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა გზა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე მოუწოდებენ მეგობარ ევროპელებს, “დროულად დაუდგნენ საქართველოს მხარში და დაასანქცირონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები”. “საქართველოს ხელისუფლებამ უტიფრად მიიღო მოღალატეობრივი კანონი და ამით ის საბოლოოდ განუდგა საქართველოს ევროპულ მომავალს, ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიულ მიზანს. 18 […]
რუსული კანონი: ფიზიკური პირი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის 5000 ლარით დაჯარიმდება

რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი საბა ბრაჭველი წერს. აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. აქამდე ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა. როგორც საბა ბრაჭველი აღნიშნავს, ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს. “ჯარიმის […]
“ხალხი მღერის, ცეკვავს, მაგრამ სპეცრაზმის მხრიდან ძალადობამ ყოველთვის შეიძლება მოახდინოს ესკალაცია, უნდა ვიყოთ ფრთხილად” – პრეზიდენტი

ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში. იმ ზომებს და მიმართულებას, რომელსაც იღებს ხელისუფლება, არ მივყავართ სწორი გზით, ამიტომ ხედავთ ათასობით დემონსტრანტს ქუჩაში 38-ე დღეა. ეს მეტყველებს მთავარ პრობლემაზე, რომ ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ ძალიან მნიშვნელოვანი შანსი. არსებობს შეშფოთება საზოგადოებაში, ჩვენს პარტნიორებში, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან ოქტომბერში არჩევნებია. ვფიქრობ, ქუჩაში ხალხის მიერ გამოხატული მკაფიო ნების შემდეგ გვჭირდება […]
ყურძნის წვნიანი – “რეცეპტი 1901 წელსაა დაფიქსირებული” – ზურაბ ბაუჟაძე

ღვინის ქვეყანაში ყურძენს მხოლოდ სასმელისთვის რომ არ იყენებდნენ ეს უჩემოდაც იცით. აი, ყურძნის მარცვლისგან წვნიანს რომ ამზადებდნენ, ეს კი ბევრს არ ექნება გაგონილი. რეცეპტი 1901 წელსაა დაფიქსირებული. ავიღოთ 600 გრამამდე კუხი (უმწიფარი ყურძენი) გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. გავწუროთ საწურით და მიღებულ მასას ხის კოვზის ნელი მორევით (კარგად რომ გაიხსნას წვენში და ბურთულებად არ […]
გულისტკივილით თვალს ვადევნებდით დაპირისპირებას, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ უკავშირდება – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი ხალხისთვის მიმართვისას „აგენტების კანონზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არიან ეკლესიის შვილები. „ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალ-ყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და […]
“ყველა აგენტი უნდა დაისაჯოს… შეიძლება, არჩევნების მერე კანონი გამკაცრდეს”– კოკა მორგოშია

პრორუსული პარტიის ლიდერები “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის მიღების გამო აქებენ, თუმცა უფრო მეტს ითხოვენ. ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, ამბობს: “ჩვენი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით არის ის, რომ სულ არაობას ეს ჯობია, მაგრამ თუ ჩვენ გვკითხავთ, ჩვენს შემთხვევაში უფრო ხისტი კანონის მომხრეები ვიყავით და ეს კანონი მომზადებული გვქონდა. ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ უბრალოდ საზოგადოებამ […]
ციკოლიამ „კოლხის“ სათვალეები გამოუშვა – ფასი 649 ლარია

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ „ციკოლიას“ ბრენდის ქვეშ Kolkhi’s სათვალეების წარმოება დაიწყო. წარმოდგენილი სათვალეები 6 სხვადასხვა ფერისაა : შავი ვერცხლისფერი, სპილენძისფერი, ოქროსფერი, მწვანე და ვერცხლისფერი-წითელი. სათვალეების მასალად გამოყენებულია ალუმინი და TAC-ის პოლარიზებული ლინზები. სათვალეების ფასი 649 ლარია.