ფიცოზე თავდამსხმელს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდამსხმელს, მწერალ და აქტივისტ იულაი ცინტულას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ცინტულას, რომელმაც ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მუხლი 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს. სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას დასავლური მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანკლინ რუზველტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 59 […]
26 მაისს ზოგჯერ ივნისის ბოლოსაც აღვნიშნავთ – საგარეო
26 მაისს ზოგჯერ ივნისის ბოლოსაც აღვნიშნავთ – საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 26 მაისის ღონისძიებების საზღვარგარეთ, დიპლომატიურ უწყებებში, შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით. უწყება აცხადებს, რომ სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ. “ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, […]
ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა, შესაძლოა, გადაიხედოს — ესტონეთის საგარეო მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არის და შესაძლოა, გადაიხედოს. მარგუს ცაჰკნას განცხადებით, მის ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტისას მთავრობასთან ეს მკაფიო მესიჯი ჰქონდათ. მისი თქმით, თუ რუსულ კანონთან დაკავშირებით მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადახედავს, მაშინ ამაზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. როგორც მარგუს ცაჰკნა აცხადებს, საქართველოს საკითხს […]
ქუთაისში, წელს ჩინური ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ამბობს, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება. ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება, სავარაუდო ადგილი კი ქუთაისია. მისი განმარტებით, ჩინური კომპანიები ფიქრობენ, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხო და მოგებიანია. „ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს […]
რუსეთში ლგბტ ადამიანების თითქმის 44% აცხადებს, რომ ძალადობას განიცდიან თავიანთი იდენტობის გამო

2023 წლის შედეგებით, როდესაც რუსეთში გაძლიერდა რეპრესიები ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ, გამოკითხული რუსი ლგბტ პირების 43.5%-მა განაცხადა, რომ ძალადობა განიცადეს საკუთარი იდენტობის გამო. ესაა მონაცემები ჯგუფ „ვიხოდისა“ და ფონდ „სფეროს“ ერთობლივი ანგარიშიდან. ანგარიშის თანახმად, წელიწადში თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა იმ ლგბტ ადამიანების რიცხვი, რომლებიც იდენტობის გამო ძალადობის ან ზეწოლის წინაშე აღმოჩნდნენ. 20%-დან 25%-მდეა გაზრდილი იმ პირთა პროცენტული […]
ცნობილია, როდის დაასახელებს სანიოლი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობას მომდევნო კვირაში დაასახელებს. ცნობისთვის, UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამებაში მივიდნენ – ამ წუთებში მიტროპოლიტი შიო სამადლობელ პარაკლის აღავლენს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა – ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს. მსვლელობაში მონაწილეობდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად […]
კახა ოქრიაშვილი – ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. რატომაა ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ ერთი დღე წელიწადში? ნებიმისიერი ქართველისთვის ოჯახი წმინდაა და ის წმინდაა მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რა არის ოჯახი?! მხოლოდ მეუღლე და შვილებია, თუ საქართველოც ჩვენი დიდი ოჯახია? ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ […]
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “შტურმის” მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა. შეგახსენებთ, “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “კლაგენფურტს” დაუპირისპირდება და ქვეყნის ჩემპიონის ბედიც ამ მატჩში გადაწყდება. ოთარს “შტურმთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები ჯერჯერობით […]
ოფიციალურად: ტუხელი სეზონის ბოლოს “ბაიერნს” დატოვებს

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს. როგორც მან განაცხადა, თანამშრომლობის გაგრძელებაზე “რეკორდმაისტერის” უფროსობასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, მიზეზების ახსნა კი არ სურს. “ბაიერნი” ბუნდესლიგის ბოლო ტურში 18 მაისს გასვლაზე “ჰოფენჰაიმს” დაუპირისპირდება, რაც მიუნხენური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ტუხელისთვის ბოლო იქნება.