გაიმართოს დისკუდია – 10 ახალგაზრდა და 2–3 არაახალგაზრდა – პრემიერის ინიციატივა

ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

ხვალ 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპს იწყებს

საქართველოს 7-კაცა ხვალ გერმანიაში, მიუნხენში, 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპს იწყებს. გუნდები 18 მაისს ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას გამართავენ, 19 მაისი კი ფლეი ოფებისა და ფინალების დღეა. საქართველო, რომელიც ა ჯგუფში მოხვდა, პირველ თამაშს ჩვენი დროით 14:28 საათზე მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, 17:32-ზე სერიის ლიდერ ურუგვაის შეხვდება, 19:52-ზე კი პაპუა ახალ გვინეას. […]

შენგელია მოედანს 6 ქულით დაუბრუნდა | “ვირტუსი” “ტორტონასთან” დამარცხდა

ორმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაც გრიპის ვირუსით იყო გამოწვეული, თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. მისმა “ვირტუს ბოლონიამ” იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი სტუმრად “ტორტონასთან” ჩაატარა და 81:91 დამარცხდა. ბოლონიელები სერიას 2:0 იგებდნენ და საბოლოო გამარჯვებამდე 1 მოგება აკლდათ, თუმცა მეტოქემ ივაჟკაცა და ჩამორჩენა გააბათილა. მასპინძლებმა პირველივე პერიოდი დიდი სხვაობით მოიგეს (27:15) და უპირატესობა ხელიდან აღარ […]

მოსკოვში განიხილეს საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა

მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, „რათა რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“ პადალკოს თქმით, ვინც რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მშენებლობის საკითხშია […]

ღაზაში პირველად შეიტანეს ჰუმანიტარული დახმარება საამისოდ აგებული სპეციალური ნავმისადგომით

ღაზის სექტორში სპეციალურად აშენებული საზღვაო ნავმისადგომის გავლით 17 მაისს, დილით, ჩავიდა პალესტინელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების პირველი სატვირთო მანქანები, იუწყება Associated Press-ი. სააგენტო ასევე ავრცელებს სატელიტურ სურათებს, სადაც ჩანს ნავმისადგომი. დროებითი მცურავი ნავმისადგომი ყოველდღიურად შეძლებს სურსათით დატვირთული 150-მდე სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკვები პროდუქტები ყოველდღიურად იგზავნება ხმელთაშუა ზღვის გავლით. ამასობაში ისრაელის არმია აგრძელებს შეტევას ღაზის სამხრეთში […]

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, შსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბასილაია განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მსგავსი სახის მასიური დაბარებები რამდენიმე მიზანს ემსახურება. „რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა, ასევე ჩემი სხვა კოლეგებიდანაც ვიცი, რომ მათაც დაუკავშირდნენ – აქტიურ დემონსტრანტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დასაკითხად იბარებს. ეს ალბათ, იმ საქმის ფარგლებში […]

თეონა აქუბარდია – „რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს

„რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს. “რუსული კანონის” მესამე მოსმენა – ანრი ოხანაშვილმა 67 წამში რომ ჩაატარა – ხომ გახსოვთ? ჩვენ პოლიციის კორდონით დაგვაყოვნეს და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარით. ჰოდა მესამე მოსმენაზე მონიტორინგის თავს […]

ვანი ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, საქართველოში აღინიშნება ქალაქ ვანში გამოფენის „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გახსნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, ექსპოზიციას, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს. „გამოფენა, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის […]

Neuralink-ი ეძებს მეორე მოხალისეს თავის ტვინის ჩიპების ექსპერიმენტისთვის

Neuralink-მა დაიწყო განაცხადების მიღება ტვინის იმპლანტის ახალი კლინიკური კვლევაში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ Neuralink-ის, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა X სოციალურ ქსელში განაცხადა. „ეს არის ჩვენი ტვინის კიბერნეტიკური იმპლანტი Telepathy, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი აზროვნების ძალის გამოყენებით“, – თქვა ბიზნესმენმა. 15 მაისს Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პირველი პაციენტის ტვინში Neuralink-ის […]

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას – ირაკლი კობახიძე

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და […]